თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, ღონისძიება მოეწყო. ღონისძიება ცენტრის სოციალური მუშაკების მიერ დაიგეგმა და მასში ბენეფიციარებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ცენტრში სტაციონარულ მომსახურებას იღებენ.

ცენტრის ბენეფიციარი, მარიეტა (სახელი შეცვლილია, ავტ.) 64 წლისაა. იგი წლებია ცენტრში ცხოვრობს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

“ღონისძიებაში მონაწილეობას ჩვენც ვიღებთ. ხელოვნება ხალხს ეკუთვნის და ჩვენი შემოქმედებაც იმ ადამიანებს უნდა მივუძღვნათ, რომლებიც აქ ცხოვრობენ. მე გამოჯანმრთელების ნიშნები მეტყობა. დიდი ფსიქიკური ტრავმა მაქვს მიღებული. იმდენი წამლები აღარ დამჭირდება. ამიტომ, ახალ წელს საზეიმოდ უნდა შევხვდეთ”, – ამბობს მარიეტა.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სოციალური მუშაკი გიორგი მინასიდისი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ ღონისძიება 2015-2020 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება.

“სტაციონარში მყოფი ბენეფიციარების ნაწილი წლებია არსად გასულან. მათ წასასვლელი არსად აქვთ და რუტინაში ცხოვრობენ. გადავწყვიტეთ, მათთვის ერთი დღე გაგვეხალისებინა. დღევანდელი ღონისძიებაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება”, – ამბობს სოციალური მუშაკი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი საჭირო აპარატურას მოიძიებს, ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფცია დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებული სერვისების განვითარებისა და თანამედროვე თემაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის საფეხურეობრივი პროცესი დაიწყება.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s