კინსის შკალა, რომელიც 1948 წელს შეიქმნა, ადამიანის სექსუალობის განსაზღვრის მრავალფეროვან საშუალებას გთავაზობთ. ტრადიციული განსაზღვრებებისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ჰეტეროსექსუალს, გეის ან ბისექსუალს გულისხმობს, კინსის შკალა ადამიანებს აძლევს საშუალებას, საკუთარი სექსუალობა 0-დან (უკიდურესად ჰეტეროსექსუალი) 6-მდე (უკიდურესად ჰომოსექსუალი) შეაფასოს.

ამ ტენდენციამ სექსუალობის სურათი შეცვალა. მაგალითად, მაშინ, როცა მანამდე ადამიანების მხოლოდ 1,6% იდენტიფიცირდებოდა, როგორც ლესბოსელი, გეი ან ბისექსუალი, სექსუალობის კინსის შკალის მიხედვით, შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარი საკუთარ თავს უკიდურესად ჰეტეროსექსუალად არ მიიჩნევს.

თუმცა, ახლა სექსუალობის კიდევ ერთი, ახალი საზომი გვაქვს, რომელიც კინსის შკალაზე მეტ არჩევანს გვთავაზობს.

სექსუალობის ახალი, იისფერ-წითელი შკალა მიზიდულობის ორ ფორმას ზომავს: პირველი გულისხმობს, თუ ვინ იზიდავს ადამიანს და კინსის შკალის მსგავსია, მეორე კი განსაზღვრავს, როგორ იზიდავს ადამიანს სხვა ადამიანი.

რანჟირება ხდება A-დან (არომანტიული ასექსუალობა, რომელიც გამორიცხავს ადამიანის სხვა ადამიანით დაინტერესებას გარდა მეგობრობისა) F-ის (ჰიპერ სექსუალობა, როდესაც ინტერესი მხოლოდ სექსია) ჩათვლით.

Purple-red-scale-of-attraction1

მიზიდულობის ტიპები:

A – არომანტიული ასექსუალობა, რომელიც გამორიცხავს ადამიანის სხვა ადამიანით დაინტერესებას გარდა მეგობრობისა.

B – რომანტიკული ასექსუალობა, როდესაც ადამიანი სხვასთან სექსუალური ურთიერთობით არ არის დაინტერესებული, მაგრამ მზად არის რომანტიკისთვის და ეს ურთიერთობა მისთვის მეგობრობაზე მეტია.

C – მესამეული სექსუალობა  – როცა ადამიანს არ სურს სხვასთან სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მზად არის ეს გააკეთოს რამე სხვა მიზეზით: შვილების გაჩენისთვის, პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭებისთვის და ა.შ.

D – მეორეული სექსუალობა – შესაძლოა ‘ავხორცი‘ გრძნობები გაჩნდეს, თუმცა არა ურთიერთობის დასაწყისში.

E – პირველადი სექსუალობა – ასეთი სექსუალური სურვილები ურთიერთობის დასაწყისშივე ჩნდება. თუმცა, ადამიანისთვის სხვა კომპონენტიც აუცილებელია, მაგალითად კომპანიონობა.

F – ჰიპერ სექსუალობა, როდესაც ინტერესი მხოლოდ სექსია.

ორიენტაცია:

0 – მხოლოდ საპირისპირო სქესი იზიდავს.

1 – უმეტესად საპირისპირო სქესი იზიდავს.

2 – უპირატესობას საპირისპირო სქესს ანიჭებს, თუმცა თავისივე სქესის ადამიანებიც მოსწონს.

3 – თანაბარი მიზიდულობა (ბისექსუალობა ან ბირომანტიკულობა).

4 – უპირატესობას თავისივე სქესს ანიჭებს, თუმცა საპირისპირო სქესის ადამიანებიც მოსწონს.

5 – უმეტესად თავისი სქესის ადამიანები მოსწონს.

6 – მხოლოდ თავისი სქესის ადამიანები მოსწონს.

წყარო: Pinknews

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s