გურჯაანში სავარაუდოდ არასრუწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში 17 მაისს დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში მსხვერპლის სქესს ვერ ადასტურებენ. მათი თქმით, გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, ” მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.”

უწყებაში ვერ განმარტავენ, რატომ დაიწყო გამოძიება უშუალოდ ამ მუხლით.

“რადგანაც გამოძიება ამ მუხლით დაიწყო, ე.ი ასე ჩათვალეს საჭიროდ” – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მოზარდს ამდროისთვის შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„შეტყობინება იყო, ამის საფუძველზე არის დაწყებული გამოძიება. ექსპერტიზა დანიშნულია და ფაქტზე იკითხებიან და გამოძიება მიმდინარეობს. იყო თუ არა ნამდვილად გაუპატიურების ფაქტი ამას გამოძიება დაადგენს,“ – განუცხადეს 17მაისს შსს-ში.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s