1. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლგბტ წყვილების ქორწინება დაუშვა

2015 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტ წყვილების ქორწინება ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა.

2. ვენესუელას პარლამენტში პირველი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

ტამარა ადრიანი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2015 წლის 6 დეკემბერს ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. იგი პარლამენტში ვენესუელას დედაქალაქის, კარაკასის წარმომადგენელი იქნება.

3. პორტუგალიაში გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლება მისცეს

გეი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლება პორტუგალიის პარლამენტმა 2015 წლის 20 ნოემბერს დაამტკიცა. პორტუგალიაში გეი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას 2012, 2013, და 2015 წლის იანვარში მხარი არ დაუჭირეს.

4. აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქალაქში მერად ღია გეი აირჩიეს

იუტას შტატის ყოფილი დეპუტატი, ჯეკი ბისკაპსკი პირველი ღიად გეია, რომელიც იუტას შტატის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი, კონსერვატიული და რელიგიური ქალაქის, სოლთ ლეიქის მერად აირჩიეს. იუტას შტატში ბისკაპსკის არჩევნებში გამარჯვება ლგბტ ადამიანების უფლებებისა და მდგომარეობის კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია.

5. ირლანდიაში ლგბტ ქორწინება დაუშვეს

2015 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრის ხელმოწერით ლგბტ ადამიანებს ქორწინების უფლება მიენიჭათ. ირლანდიაში ლგბტ ქორწინების დაშვების განხილვის პირველი პროცესი ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმებოდა. ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას მოსახლეობის 61% უჭერდა მხარს.

6. რომის პაპი ფრანცისკე გეი წყვილს შეხვდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვაშინგტონში გეი წყვილთან პირადი შეხვედრა გამართა. პაპის ყოფილმა სტუდენტმა, იო გრასიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაპი დათანხმდა მას შეხვედრაზე, რათა მოხვეოდა და სითბო გამოეხატა მის მიმართ.

7. უკრაინის შრომის კოდექსს სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა დაემატა

2015 წლის 12 ნოემბერს უკრაინის პარლამენტის 234-მა წევრმა კენჭისყრისას უკრაინის შრომის კოდექსში ანტიდისკრიმინაციული მუხლის შეცვლის სასარგებლოდ ხმა მისცა, რაც უკრაინაში ლგბტი პირთა უფლებების დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. შრომის კოდექსის ანტიდისკრიმინაციულ ნაწილში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა შეიტანეს, როგორც დისკრიმინაციის დაცვის საფუძველი.

8. მართლმადიდებელ საბერძნეთში ლგბტ წყვილებს ოჯახის შექმნის უფლება მიენიჭათ

2015 წლის დეკემბერში საბერძნეთის პარლამენტის 249 წევრიდან 194-მა წევრმა მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის ადამიანების სამოქალაქო პარტნიორობის კანონს. აღნიშნული კანონი ერთი და იმავე სქესის ადამიანებს იმ უფლებების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, რომლებითაც აქამდე მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილები სარგებლობდნენ. კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ ლგბტ წყვილს შვილის აყვანის უფლებას არ აძლევს, თუმცა, იგი ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისგან დაცვისკენ არის მიმართული

9. მალტაში ტრანსი და ინტერსექსი ადამიანების მხარდამჭერი კანონი მიიღეს

2015 წლის აპრილში მალტას პარლამენტმა გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სქესობრივი მახასიათებლების აქტი მიიღო. კანონი ტრანსი და ინტერსექსი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ინდივიდებს ანიჭებს უფლებას, თავად აირჩიონ თავიანთი გენდერული იდენტობა, სამედიცინო ტესტების, იძულებითი სტერილიზაციის ან მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის გარეშე. აღნიშნული კანონი ასევე პირის ფიზიკური მთლიანობის უფლებასა და ავტონომიას იცავს, ეს გულისხმობს, რომ ინტერსექს ჩვილებზე ადრე ნორმად დაწესებული ოპერაციები აიკრძალება. ამასთან, პიროვნების ინფორმირებულობისა და თანხმობის გარეშე სქესობრივი მახასიათებლებზე მკურნალობაც აიკრძალა.

10. ირლანდიის სენატმა ლგბტ წყვილებს შვილის აყვანის უფლება მისცა

2015 წლის მარტში ირლანდიის რესპუბლიკის ზედა პალატამ “ბავშვებისა და ოჯახის ურთიერთობების” შესახებ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ წყვილებს შვილის აყვანის ნებას რთავს, მხარი დაუჭირა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s