შეშის ღუმელი, ერთი რკინის საწოლი, ბავშვის საწოლი, ძველი დივანი, კარადა, მაგიდა, მაცივარი, ტელევიზორი, აქა იქ ამოცვენილი იატაკი, დახეული ხალიჩა, კუთხეებში დახვავებული ლეიბები და ტანსაცმელი – ეს ნივთები იმ ერთ ოთახშია თავმოყრილი, სადაც 5 ადამიანი ცხოვრობს.

ოთახს სამი ფანჯარა აქვს. აქედან ერთი ტანსაცმლითაა ამოქოლილი, მეორეში ღუმელის მილი გადის. ხოლო, მესამე – სქელი ფარდით ჩაბნელებულია, რათა სიცივე არ შემოვიდეს.

“შუქი რომ გვქონდეს მაცივარი და ტელევიზორი მაინც ვერ იმუშავებდა, ორივე გაფუჭებულია”, – მეუბნება 35 წლის თეა დიღმელაშვილი და სკამს ეძებს, რომ დაჯდომა შემომთავაზოს.

11

დენი უკვე დიდი ხანია ჩაჭრილი აქვთ. სანამ ოჯახი 150 ლარიან დავალიანებას არ დაფარავს, არ ჩაურთავენ. თეა ამბობს, რომ დავალიანების დასაფარი თანხა ოჯახს არ აქვს.

სახლს შეშის ღუმლით ათბობენ, რომლითაც ხშირად საჭმელს აკეთებენ. ახლა კარტოფილი იწვება. თეა ამბობს, რომ კარტოფილი მეზობელმა შემოუტანა და დღევანდელი სადილიც მზად იქნება, როცა 14 წლის გიორგი პურს მოიტანს.

გიორგი გლდანის უფასო სასადილოშია წასული, რათა მათთვის განკუთვნილი ორ-ნახევარი პური სახლში მოიტანოს. როდესაც გიორგი სკოლაშია, პური სახლში დედას მოაქვს.

15

“ახალი წელია და ნაძვის ხეც კი არ გვიდგას”, – ამბობს თეას დედა, ქურთუკს მართმევს და იმ ძველ, გატეხილ, მეზობლის ნაჩუქარ დივანზე დებს, რომელიც დედა-შვილისთვის ღამით საწოლი ხდება.

ნანული 62 წლისაა. ამბობს, რომ თავისი პენსია წამლებისთვისაც არ ჰყოფნის. “გამგეობამ მკურნალობა არ დამიფინანსა, წამლებს ვერ ვყიდულობ”, – მეუბნება და პარალელურად კარტოფილს ურევს.

ნანული ამბობს, რომ დახმარების თხოვნით რამდენჯერმე გლდანის გამგეობას მიმართა, თუმცა “გამგებელს მიღება არ ჰქონდა. მითხრეს, მადლობა თქვი იმისთვის, რასაც გაძლევთო”.

ანა 16 წლისაა, საწოლზე ზის და ხმას არ იღებს. დედამისი მეუბნება, რომ ანა სამეცადინოდ მეგობართან დადის.

“მეგობარს კომპიუტერი აქვს და იქ მეცადინეობს. ჩვენ აქ არც შუქი გვაქვს, არც კომპიუტერი. ნიჭიერი გოგოა, თეატრალურში უნდა ჩაბარება. ეუბნებიან, რომ ამის მონაცემები აქვს, მაგრამ როგორ ვასწავლო?”

დაახლოებით, ერთი წლის წინ ანას ქრონიკული ნეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს. სამკურნალო თანხა, დაახლოებით 500 ლარი თეა დიღმელაშვილმა ბანკიდან ისესხა. ვალი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ დააბრუნა. ახლა ბანკის შავ სიაშია. ამბობს, რომ ანას შაკიკი აწუხებს და ენცეფალოგრამა სჭირდება, მაგრამ ამის ფული არ აქვს.

“საავადმყოფოში მეუბნებიან, ეს დაზღვევაში არ შედისო და ვერ ვმკურნალობ”, – ამბობს თეა.

_MG_4175

მკურნალობა თეასაც სჭირდება. საშვილოსნოს ტკივილები აწუხებს. გარდა ამისა, საყლაპავ მილზე თიაქარი აქვს. ასევე, ქრონიკული გასტრიტი და კოლიტი. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში საჭმლის ჭამა შეძლოს, 4 ლარის წამალი სჭირდება.

“4 ლარი რომ ჩამივარდეს ხელში, წამალს არ ვიყიდი და ბავშვებს ვუყიდი რამეს. ჩემი თავისთვის ვერ ვიმეტებ, როცა ამათ ვუყურებ”, – ამბობს თეა.

ბარბარე 5 წლისაა. მას რამდენიმე დღის წინ საწოლი მოუტანეს და აწი იატაკზე დაწოლა აღარ მოუწევს. ბარბარეს ორივე თვალის ანთება აქვს და 37 ლარის თვალის წვეთები სჭირდება, რომლის ყიდვასაც ოჯახი ვერ ახერხებს.

ანას საწოლი

5 წლის ბარბარეს საწოლი

ახლა ოჯახის წევრებს შორის იატაკზე წოლა მხოლოდ გიორგის უწევს. მას დაბალი იმუნიტეტი აქვს და ხშირად ცივდება.

“სახლში” სამზარეულო არ აქვთ. არც სააბაზანო და საპირფარეშო. ამისთვის მათ დერეფნის ბოლოში უწევთ გასვლა. სამზარეულო და სააბაზანო ერთ ოთახშია მოთავსებული და რამდენიმე ოჯახი იყენებს. ოთახს ფანჯარა არ აქვს და ზამთარში იქ ბანაობა შეუძლებელია.

იმის გამო, რომ ოჯახს სამზარეულო და საძინებელი ოთახები გამოყოფილი არ აქვს, გაზი არ შემოუყვანეს. უთხრეს, საძინებელში გაზის გაყვანა უსაფრთხო არ არისო.

“ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველამ თავისი გაიკეთა. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს და იძულებულები ვართ, სიცივეში ვიბანაოთ”, – ამბობს თეა.

სამზარეულო და აბაზანა

გიორგი გლდანის უფასო სასადილოდან ჯერ არ დაბრუნებულა. შესაძლოა, ის ღუმლისთვის სადმე შეშას აგროვებს. თეა ამბობს, რომ შეშას ასე შოულობენ, ხან კი მეზობლები აძლევენ.

კარტოფილი ისევ ღუმელზეა შემომდგარი და ჯერ კიდევ იწვება.

თბილისის მერიის ცნობით, თეა დიღმელაშვილმა 2014 წლის ნოემბერში გლდანის გამგეობამ, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ერთჯერად მატერიალური დახმარება გაუწია. 2014 წლის ნოემბერში თბილისის მერიამ დიღმელაშვილს ​700 ლარის მედიკამენტების და ანალიზის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილი გადასცა. ხოლო, 2015 იანვარში ოჯახი კიდევ 200 ლარით დააფინანსეს.

მას შემდეგ ოჯახს დამატებითი დახმარება თბილისის მერიისგან არ მიუღია.

საპირფარეშო

საერთო საპირფარეშო

 

გიორგის საწოლი

გიორგის საწოლი

4

12 9 13 1 _MG_4181

 

თამრი სხულუხია

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s