საფრანგეთმა ვიშის რეჟიმის 200,000-ზე მეტი დეკლასიფიცირებული დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტები ეხება ომის დროს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე პოლიციის საქმიანობას.

ვიშის კოლაბორაციონისტული მთავრობა სამხრეთ საფრანგეთში 1940 წელს პარიზის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა. ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ მთავრობა ნაცისტებთან თანამშრომლობდა და რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა ებრაელების, სექსუალური უმცირესობების, რომა ჯგუფის, კომუნისტების და “მასონების” მიმართ. მათი დახმარებით ნაცისტებმა საფრანგეთიდან 76, 000 ებრაელი გაასახლეს. ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა SS – გერმანიის გასამხედროებული ფორმირება, გესტაპო, ასევე საფრანგეთის მილიცია.

ვიშის რეჟიმი სექსუალური უმცირესობების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მარშალ ანრი ფილიპ პეტენის ინიციატივით, რომელიც სრულ აღმასრულებელ და სასამართლო ძალაუფლებას ფლობდა, ჯარიმა ან ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდებოდა მათ, ვისაც “თავისი პირადი ვნებების დაკმაყოფილების მიზნით ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სამარცხვინო ან არაბუნებრივი სექსუალური აქტი მასზე უმცროსთან ან 21 წელზე ნაკლები ასაკის პირთან”. ეს ჩანაწერი ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა დაესაჯა ადამიანები “ახალგაზრდების გარყვნის” მოტივით. ასევე განასხვავებდა ერთმანეთისგან “ბუნებრივ” და “არაბუნებრივ” სექსუალურ ურთიერთობებს. ამასთან ერთად, მთავრობა საფრანგეთიდან დეპორტირებულ ჰომოსექსუალებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებდა, სადაც ბევრმა მათგანმა გაუსაძლის პირობებს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

ამ დრომდე საარქივო მასალების ნახვა ჟურნალისტებსა და მკვლევრებს მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით არქივში შესვლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, რაც საშუალებას მისცემს მათ გაეცნოს ვიშის კოლაბორაციონისტული რეჟიმის სისასტიკეებს სხვადასხვა უმცირესობების მიმართ.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s