არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობამ” ახალ წელთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებისთვის საზეიმო ღონისძიება – “კვესტი იდენტობასგან” გამართა.

თამაშში ორი გუნდი ჩაერთო, თითოეულში კი 10 წევრი იყო. მათ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დამალული სხვადასხვა ნივთები უნდა ეპოვნათ და დავალებები ამოეხსნათ.

გამარჯვებულმა გუნდმა ყველაზე სწრაფად შეძლო მინიშნებების პოვნა და მითითებული დავალებების შესრულება.

gartoba 031

“იდენტობამ” ისინი სპეციალური სიგელითა და საჩუქრებით დააჯილდოვა. როგორც გამარჯვებულის გუნდის ერთ-ერთი მონაწილე, დათო გელაშვილი ამბობს, ის ღონისძიებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ  მსგავსი ტიპის ღონისძიება მომავალშიც ჩატარდება.

“ისე მოხდა, რომ დროში ძალიან სწრაფები აღმოვჩნდით. არ გვჯეროდა თუ გავიმარჯვეთ. ვართ ძალიან გახარებულები.  კარგად გავერთეთ და სასიამოვნოდ  გავატარეთ დღე. “იდენტობას” ძალიან კარგი ღონისძიებები აქვს, განსაკუთრებით ბოლო დროს გააქტიურდა სასიამოვნო ღონისძიებებით. ძალიან კარგი იქნება, ასეთი ღონისძიებები კიდევ თუ გაიმართება”, – თქვა გელაშვილმა.

gartoba 040

“კვესტი” იდენტობამ წელს პირველად გამართა. ორგანიზაციის სოციალური მუშაკი და ამ ღონისძიების ორგანიზატორი, ქეთი ხუციშვილი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ მიზანი ახალი ადამიანების გაცნობა და მონაწილეების ერთმანეთთან დაახლოვება იყო.

“ღონისძიების მიზანია გართობა, მონაწილეების გაცნობა, დაახლოებაა. ამ ღონისძიებამ ძალიან გაამართლა და სამომავლოდ ახალგაზრდული კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა გახდება,” – თქვა ხუციშვილმა.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

gartoba 037

gartoba 024

gartoba 029

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s