რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ამ ფაქტმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ქუჩის ბავშვების პრობლემები კიდევ ერთხელ შეახსენა. ვინ არის პასუხისმგებელი მათ ზრუნვაზე და რა დოზით იცავს სახელმწიფო ამ ჯგუფის უფლებებს -ამ საკითხებზე 17 მაისი დაინტერესდა.

1

არასრულწლოვანი ადამიანის მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებებზე დაყოლიება სისხლის
სამართლის კოდექსის 171-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა. ვინ აიძულებს ბავშვებს მათხოვრობას, აღძრულა თუ არა  ოდესმე საქმე და ზოგადად, რა პრობლემებს აწყდება პოლიცია ამ მუხლის აღსრულების თვალსაზრისით – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.

იდენტობის იურისტის თამთა აშოტიას თქმით, აღნიშნული მუხლი პრაქტიკაში არ მუშაობს.

“ ამ მუხლს მკვდარ მუხლს უწოდებენ. არ არსებობს პრეცედენტი როცა ამ მუხლით დასაჯეს პიროვნება. ყოველდღიურ რეალობაში ვხედავთ ქუჩის ბავშვებს, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევენ, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში აბამენ თუმცა ამაზე როგორც საზოგადოება, ასევე საგამოძიებო უწყებები დუმან,” – ამბობს თამთა აშოტია.

2

საქართველოში ქუჩაში მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ წერეთელი ამბობს, რომ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება სოციალური სააგენტოს მობილური ჯგუფების მეშვეობით ხდება.

“არის იმ ბავშვების კატეგორია, რომლებსაც დოკუმენტაციაც არ აქვთ. ჩვენ ვერთვებით და ვეხმარებით დოკუმენტაციის მოგვარებაში. არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჰყავთ და ასეთ დროს ოჯახებს ვაძლიერებთ, რათა ქუჩაში არ გამოვიდნენ; არიან ბავშვები, რომლებიც დღე მუშაობენ; არიან ბავშვები, რომლებიც ღამე მუშაობენ; არიან ბავშვები, რომლებიც მუდმივად არ მუშაობენ,” – განმარტავს წერეთელი.

vaxo 124

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს იდენტობის სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ფაქტორებისა და ოჯახური კონფლიქტების გარდა ამ ადამიანებს ქუჩაში ხანგრძლივი ცხოვრებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებთ.
“ამ მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ოჯახში, ქუჩასა და მათ ირგვლივ არსებულ სოციალურ გარემოში მოწყვლადნი არიან ძალადობისა და უგულებელყოფის ნებისმიერი ფორმის მიმართ. ეს კი დიდწილად გამოწვეულია ამ ბავშვებისადმი  საზოგადოების გულგრილი და არაჰუმანური დამოკიდებულებით, მათი დაცვის შიდასაზოგადოებრივი მექანიზმების არარსებობით და გაუმართავი სოციალური დაცვის სისტემით” – ამბობს ბანძავა.

მისივე თქმით, ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვნებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა განათლების, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა თანაბრად უნდა აიღოს.

vaxii 035

“სამივე ორგანო თანაბრადაა ვალდებული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  მიღებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული მათი პასუხისმგებლობები.  ისინი ვალდებულები არიან დაიცვან ბავშვები და  აღკვეთონ მათზე ძალადობა,“- განმარტა ბანძავამ.

vaxii 034

ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით რამდენიმე მათგანს, თუმცა მათ ჩვენთან კომუნიკაციისგან თავი შეიკავეს.

ვახო კვარაცხელია

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s