მიილია 2015 წელი. იდენტობას და 17 მაისის თანამშრომლებმა იშრომეს იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანების, ქალებისა და კაცების, ბავშვებისა და მოხუცების საცხოვრებელი პირობები უკეთესი ყოფილიყო.

რთული და დატვირთული წლის შემდეგ ვგრძნობთ დაღლილობას, მაგრამ სურვილს, ვიყოთ იმავდროულად კმაყოფილებიც, რადგან ვშრომობთ მათთვის, ვისაც რეალობის კედელთან უწევს კაპიტულაცია.

ასჯერ მეტი შრომაა საჭირო, იმისთვის, რომ კედელი დაძრა. არავის აინტერესებს, რამდენი დრო, ენერგია, რესურსი და რისკი ჩადე მიზნის მიღწევაში, თუ გარიყულ, გაღარიბებულ და დაჩაგრულ ადამიანთა ცხოვრება კვლავ საზარელია. 

ჰომოფობია კვლავ კლავს. ქალთმოძულეობა კვლავ კლავს. სახელმწიფო კვლავ უმოქმედოა. ფაქტი ჯიუტია. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს მაინც ვუთხრათ უიმედობას დიდი უარი. იმიტომ, რომ ის ტყუის.

კედელი მაღალია, მაგრამ არა გადაულახავი.  სიძულვილი ძლიერია, მაგრამ არა უძლეველი. სახელმწიფო უმოქმედოა, მაგრამ არა შეუვალი. ვართ სუსტები, მაგრამ არა გარდაცვლილები. და სანამ ვართ ცოცხლები, ჩვენც შეგვიძლია გაჯიუტება.

მრავალი ბავშვი და ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა ახალ წელს შეხვდება ღირსებააყრილი  და სიყვარულის, ოჯახის უფლება წართმეული, დაუცველი და შეუფარებელი. მრავალ ჰომოსექსუალ, ბისექსუალ და ტრანსგენდერი ადამიანს არ ექნება თბილი კერა, სადაც მათ შეიფარებდნენ და დაიცავდნენ. ზოგი 2016 წელს საერთოდ ვეღარ შეხვდება, რადგან მას წაართვეს არა მხოლოდ თავისუფლება და ბედნიერების უფლება, არამედ სიცოცხლეც.

ჩვენ არ ვართ ერთი კლუბი. ჩვენ განგვასხვავებს სქესი, გენდერი, ასაკი, აღმსარებლობა, შეხედულებები, ღირებულებები – მაგრამ გვაერთიანებს პრობლემები და ღირსება, რომელიც საერთო  და გაზიარებულია.

ბოდიში, რომ ჩვენ ვერ შევძელით პრობლემების უზარმაზარი ნაწილის მოგვარება, მაგრამ იქ, სადაც თავისუფლებისმოყვარე ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, წინაღობები ემხობა.

ჩვენ ამის არ გვწამს.
ჩვენ ეს ვიცით.

მადლობა მეგობრებს, მადლობა ყველას, ვინც გვეხმარებოდა და დაგვეხმარება. მაგრამ ეს ბრძოლა, პირველ რიგში იდენტობის გამო გარიყული ადამიანების ბრძოლაა და ქვეყნის გაძლიერებისათვის, მოქალაქეთა გამთლიანებისათვის მას მოგება სჭირდება.

გამარჯვების მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი.  გილოცავთ.

თქვენ არ ხართ მარტო!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s