გამოცემა “17”-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2015 წლის ადამიანი საქართველოში ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა. ჭრიკიშვილმა ყველაზე მეტი, 543 ხმა მიიღო.

გამოკითხვა 25 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მოქალაქეებს სასურველი კანდიდატების არჩევა ან დამატება შეეძლოთ.

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 1482 ადამიანმა მიიღო.

გთავაზობთ, 2015 წლის ადამიანის ტოპ ხუთეულს:

I ადგილი – ავთანდილ ჭრიკიშვილი –  36.64%

ავთანდილ ჭრიკიშვილი

ავთანდილ ჭრიკიშვილი

1991 წელს დაბადებული ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში. ასევე, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

2013 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე, სეოკ-ის გადაწყვეტილებით, 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელეს.

2015 წლის 26 ივნისს ბაქოს I ევროპულ თამაშებზე, ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

II ადგილი – მამუკა გორგოძე – 17.75%

მამუკა გორგოძე

მამუკა გორგოძე

მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ფრანგულ კლუბ მონპელიეში მოთამაშე ქართველი მორაგბეა.

მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 2003 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. გორგოძეს მონაწილეობა 64 მატჩში აქვს მიღებული.

2005 წლიდან 2015-მდე გორგოძე თამაშობდა საფრანგეთის ტოპ-14-ში მონპელიე ჰერო მონპელიეს შემადგენლობაში. ის ამჟამად თამაშობს ტოპ-14-ის კლუბ ტულონში.

III – ადგილი – ნიკა გვარამია – 7.96%

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 2015 წლის ადამიანის გამოკითხვაში, 118 ხმით მესამე ადგილი დაიკავა. 2003 წელს გვარამია პარლამენტის წევრად აირჩიეს. 2007 წელს ის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

2008 წლის 24 იანვარის გვარამია წარდგენილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ამავე წლის 31 იანვარს კი ის საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. გვარამია 2008-2009 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, 2012 წლის 14 ნოემბერს არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

IV – ადგილი – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე – 6.21%

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე 1994-1997 წლებში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თეოლოგიურ კოლეჯში, ხოლო 2003-2006 წლებში გოცირიძე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ღვთისმსახურთა სკოლაში სწავლობდა.

2000 წელს რუსუდან გოცირიძე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქალთა განყოფილების ხელმძღვანელად, 2001 წლის ლიკანის კონფერენციაზე კი საეკლესიო კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად აირჩიეს. 2005 წელს საეკლესიო კრებაზე გოცირიძე თეოლოგიური კომისიის წევრად იქნა არჩეული.

2008 წლის სულთმოფენობას რუსუდან გოცირიძე ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.

V – ადგილი – გიორგი მარგველაშვილი – 5.67

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  1996-1997 წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი იყო ფილოსოფიასა და კულტურაში. ხოლო, 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი – პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მარგველაშვილს ფილოსოფიაში დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

გიორგი მარგველაშვილი 2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი იყო.

მარგველაშვილის პოლიტიკური აქტიურობა 2003 წელს იწყება, როდესაც ზურაბ ჟვანიას მოწვევით, ოპოზიციურ ბლოკს “ბურჯანაძე-დემოკრატები” უერთდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ მარგველაშვილმა პარტია დატოვა.

მარგველაშვილის პოლიტიკური აქტიურობა 2012 წლის 25 ოქტომბერს განახლდა და ის განათლების მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის ადამიანი გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების გარკვეული რაოდენობა ნინო გოგუაძემ, 13 ივნისის მოხალისეებმა, მაია ასათიანმა, თამარ კორძაიამ, თამაზ ურთმელიძემ, გიორგი ქადაგიძემ, ნინო დანელიამ, ლია უკლებამ, თამაზ მეჭიაურმა, სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და მალხაზ სონღულაშვილმა დააგროვეს.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s