მეცნიერები წლებია ამტკიცებენ, რომ ორსულობის პერიოდში მუსიკის მოსმენას ნაყოფზე დადებითი ეფექტი აქვს მომავალში ბავშვის ტვინის განვითარებასა და დამახსოვრების უნარზე. ბარსელონას გინეკოლოგიური კვლევითი ცენტრის, მარკეზის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაყოფს ხმის აღქმა უკვე მე-16 კვირიდან შეუძლია.

ამ კვლევის პროდუქტია Babypod, ვარდისფერი მექანიზმი, რომელსაც ქალი ვაგინაში ტამპონის მსგავსად იდგამს. გინეკოლოგების თქმით, მუცელზე ყურსასმენების დამაგრებით, ნაყოფამდე ხმა ხარვეზებით მიდის. Babypod-ით კი ვაგინალური ხმის სისტემის მეშვეობით ნაყოფი სუფთა და მკაფიო ბგერებს მოუსმენს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ულტრაბგერებზე ნაყოფები პირისა და ენის მოძრაობით რეაგირებდნენ.

ესპანელმა მომღერალმა სორაიამ ყველაზე პატარა მსმენელებისთვის პირველი კონცერტი ჩაატარა. Babypod-ის მეშვეობით დედის მუცლებში მათ საშობაო სიმღერები მოისმინეს.

Babypod-ის შეძენა, ინტერნეტმაღაზიების მეშვეობით, რამდენიმე ქვეყანაში უკვე შესაძლებელია. პროდუქტის სლოგანია “მუსიკა ცხოვრებაა”.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s