გამბიის პარლამენტმა ქალების წინადაცვეთის ტრადიცია აკრძალა. კანონის დამრღვევს ჯარიმის სახით 50 000 დალასის ($ 1,250) გადახდა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ აქტის შემდეგ გოგონა გარდაიცვლება, პირს სამუდამო პატიმრობა მიესჯება.
ნოემბერში გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ გოგონების წინადაცვეთა საჯაროდ დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა ყურანში ნახსენები საერთოდ არ არის.
ქალების წინადაცვეთის ტრადიცია თითქმის ნახევარზე მეტ აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული. მკვლევრების აზრით, ეს ადათი ძველი ეგვიპტიდან მოდის, როდესაც ფარაონები, ომში წასვლის წინ, ცოლებს ღალატის თავიდან აცილების მიზნით ასაჭურისებდნენ. წინადაცვეთის სამი წესი არსებობს:
ა. ფარაონული წესი ითვალისწინებს კლიტორის, დიდი და პატარა ბაგეების მოკვეთას და საშარდე მილამდე ჩაკერვას.
ბ. საშუალო წესი იმეორებს ფარაონის წესს, მხოლოდ აქ დიდი ბაგეების მოკვეთა არ ხდება.
გ. შედარებით მარტივი ფორმა, რომელიც მხოლოდ კლიტორის მოჭრას და მის გადაკერვას ითვალისწინებს.
წინადაცვეთა ჩვეულებრივ 4-10 წლამდე ასაკის გოგოებში რიტუალის ფონზე კეთდება. აფრიკის სოფლებში ოპერაციას გალესილი ქვით სამედიცინო განათლების არმქონე ქალები აკეთებენ გამაყუჩებლების, ანესთეზიისა და ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე. ამის გამო ხდება ინფექციის შეჭრა, სისხლდენა, სისხლის მოწამვლა, რაც ხშირად გოგონების სიკვდილით მთავრდება. გადარჩენილ გოგონებში წინადაცვეთა სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს იწვევს.
წინადაცვეთის ტრადიციას არაბულ ქვეყნებში ღრმა სოციალური მნიშვნელობა აქვს და პირდაპირ დაკავშირებულია გოგონების გათხოვების უფლებასთან. გამბიელი გოგონების თითქმის 80 % დაცვეთილია.
გამბია 27-ე სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყანაა, რომელშიც ქალთა წინადაცვეთა კანონმდებლობითაა აკრძალული, თუმცა მისი აღსრულება პროვინციებსა და სოფლებში ამ ქვეყნებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
vai tkvens patrons raaa sashineli xalxi……..
LikeLike
[…] წყარო: 17maisi.org […]
LikeLike