3 იანვარი ცნობილი ამერიკელი აბოლიციონისტისა და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლუკრეცია მოტის დაბადების დღეა.

ლუკრეცია მოტი 1793 წელს მასაჩუსეტსის შტატში, კვაკერების ოჯახში დაიბადა. მან ნიუ იორკში კვაკერების სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც იქ მასწავლებლად დაიწყო მუშაობდა. 1821 წელს მოტი კვაკერთა მინისტრი (მღვდელი ) გახდა და მონობის წინააღმდეგო იდეებით გამოდიოდა. ასევე, აპროტესტებდა მონების შრომით შექმნილი პროდუქტების ყიდვას. 1833 წელს მოტმა ფილადელფიაში “მონობის წინააღმდეგ ქალთა საზოგადოება” დააარსა. თავისი რადიკალური მოსაზრებების გამო მას ხშირად ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

1840 წელს ლუკრეცია მოტს ლონდონში მისი სქესის გამო “მონობის წინააღმდეგ მსოფლიო კონვენციის” წევრობაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც მან ქალთა თანასწორობის იდეებისთვის ბრძოლა  დაიწყო. ლონდონში მოტი დაუმეგობრდა ელიზაბეტ სტენტონს, ცნობილი აბოლიციონისტის, ჰენრი სტენტონის მეუღლეს. 1848 წლის ზაფხულში სტენტონმა და მოტმა ნიუ იორკში სენეკა ფოლსის ცნობილი შეხვედრა მოაწყვეს, სადაც საფუძველი ჩაეყარა ქალთა უფლებებისთვის მოძრაობას. 1852 წელს ლუკრეცია ამ მოძრაობის პრეზიდენტად აირჩიეს.

მოტის ფემინისტური იდეები ასახულია მის წიგნში “დისკურსი ქალებზე”, რომელიც მან 1850 წელს დაწერა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ საზოგადოებაში ქალების შეზღუდული როლი განათლების პრობლემებს უკავშირდებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო “თანდაყოლილ არასრულფასოვნებებთან“. მოტი ადვოკატირებდა თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქალებისთვის თანაბარ პოლიტიკურ სტატუსს, მათ შორის მათთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას.

მოტი რჩებოდა “მეგობართა საზოგადოების” წევრად და ლიბერალური და პროგრესული აზროვნებით გამოირჩეოდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1867 წელს ბოსტონში “თავისუფალი რელიგიის ასოციაციის” ჩამოყალიბებაში.

სამოქალაქო ომის შემდეგ ლუკრეციამ მომავალი აქტივობები მონობისგან გათავისუფლებული ფერადკანიანი ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას დაუკავშირა. მოტი ადვოკატირებდა მათთვის საარჩევნო ხმის მინიჭების უფლებასაც.

1864 წელს მოტმა  კვაკერთა საგანმანათლებლო ინსტიტუტი, სვორტმორის კოლეჯი დააარსა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ორი წლის შემდეგ მოტი “ამერიკული თანაბარი უფლებების ასოციაციის” ხელმძღვანლად აირჩიეს. მოგვიანებით ასოციაცია ორ ფრაქციად გაიყო  – “ქალთა საარჩევნო უფლებების ეროვნულ ასოციაციად“, რომელსაც ელიზაბეტ სტანტონი და სუზან ენტონი ხელმძღვანელობდნენ და “ამერიკელ ქალთა საარჩევნო უფლებების ასოციაციად“, რომელსაც სათავეში ლუსი სტოუნი და  ჯულია უორდ ჰაუ ედგნენ.

ლუკრეცია მოტი 1880 წლის 11 ნოემბერს პნევმონიით გარდაიცვალა. მას ჰყავდა მეუღლე და 6 შვილი, პირველი შვილი კი ადრეულ ასაკში დაეღუპა. მოტი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ფერადკანიანებისა და ქალთა უფლებებისთვის. მისმა ორატორულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ის თავისი დროის წამყვან რეფორმატორად აქცია.

წყარო: history.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s