ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ “ჰომოსექსუალობის გამო” 15 წლის ბიჭი სიკვდილით დასაჯა. სირიის ქალაქ დაირ ალ-ზურში ტერორისტული დაჯგუფების სამხედროებმა არასრულწლოვანი ბიჭი ქალაქის ცენტრში მდებარე შენობის სახურავიდან გადააგდეს.

ამ ინფორმაციას ARA News-ი ადგილობრივ მედია აქტივისტზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს თქმით, მსხვერპლი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის სახლში ჰყავდათ დაკავებული და ბრალად დაჯგუფების ოფიცერთან, აბუ ზაიდ ალ-ჯაზრავისთან ჰომოსექსუალური კავშირი ედებოდა ბრალად.

არასრულწლოვანი ბიჭი სიკვდილით დასაჯეს მაშინ, როდესაც აბუ ზაიდი პოსტიდან მოხსნეს და სირიიდან ერაყში გადაიყვანეს.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, ქალაქის შარიათის სასამართლო ჰომოსექსუალობის გამო აბუ ზაიდის სიკვდილის დასჯასაც ითხოვდა, თუმცა ისლამური სახელმწიფოს ლიდერების გადაწყვეტილებით, აბუ ზაიდი ერაყში საბრძოლო ფრონტზე გაგზავნეს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შარიათის სასამართლოს განკარგულებით გეი ადამიანებს საჯაროდ, შენობის სახურავიდან გადაგდებით, სჯიან.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით ათობით ადამიანი დასაჯა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s