რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ილია II, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ნებისმიერი მოქალაქისთვის სამაგალითო და პატივსაცემია.
“ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიური თემის წარმომადგენელია, პატრიარქი ის ადამიანია, რომელიც თავისი ღვაწლით, კეთილი ბუნებით, კეთილშობილებით და შინაგანი შემწყნარებლობით მაგალითის ძალის მქონეა და ამიტომაც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
პატრიარქი დღეს 83 წლის გახდა.