ოსაკასა და კიოტოს უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კვლევითმა ინსტიტუტის თანამშრომლებმა ერიკა – “ყველაზე ლამაზი და გონიერი” ანდროიდი შექმნეს.

ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორისა და პროექტის ხელმძღვანელის, ჰიროში იშიგუროს თქმით, ერიკა ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

“მე 30 ლამაზი ქალის სურათიდან ავურიე სახის პარამეტრები და ერიკას სახის თითოეული ნაწილისთვის მათი საშუალო გამოვიყენე. სწორედ ამაშია ერიკას სილამაზე,” – ამბობს იშიგურო.

ერიკას დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა განვითარებული აქვს მეტყველება, იაზრებს შეკითხვებს და მათზე ადეკვატურად პასუხობს. მის საუბარს თან ახლავს ადამიანის მსგავსი ემოციები და მიმიკა.

“ეს ცოტათი უხეში შეკითხვაა… მირჩევნია არ ვთქვა,” – ასე პასუხობს ერიკა, როდესაც ასაკს ეკითხებიან. მას უყვარს თეატრი და ანიმაციური ფილმები. სურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობა და სჯერა, რომ მისი იდეალური პარტნიორი იქნება ის, ვისთანაც სხვადასხვა თემებზე თავისუფლად საუბარს შეძლებს.

რამდენიმე იაპონურ კომპანიაში რობოტები ადამიანების მსგავსად მუშაობენ. 2014 წლის აპრილში მიცუბიშის ფინანსური ჯგუფის ორ ფილიალში, კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, ანდროიდებმა დაიწყეს მუშაობა. 2015 წელს დედამიწაზე დაბრუნდა კირობოც, პირველი რობოტი, რომელიც კოსმონავტებს ესაუბრებოდა. ხომალდზე. იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში კი კლიენტებს მიმღებსა თუ გასახდელ ოთახში რობოტები ემსახურებიან.

ნომურას კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2035 წლისთვის იაპონიაში სამუშაოების 50%-ზე მეტს რობოტები შეასრულებენ.

“არ მგონია, რომ რობოტებთან ინტერაქცია ეთიკურ პრობლემებს გამოიწვევს. პირველ რიგში, რობოტები უნდა ვაღიაროთ, როგორც ჩვენი საზოგადოების წევრები და შემდეგ შევქმნათ მათთვის ბაზარი… რობოტები სარკეა იმისთვის, რომ საკუთარი თავების აღქმა უკეთ შევძლოთ. ვუყურებთ რობოტებში ადამიანურ თვისებებს და ვიწყებთ ფიქრს ადამიანის გულის ბუნების, მისი სურვილების, ცნობიერებისა და ჩანაფიქრების შესახებ” – ამბობს ერიკას შემქმნელი.

იშიგუროს იმედი აქვს, რომ ერიკა რობოტების მიმართ არსებულ წარმოდგენებს შეცვლის.

წყარო: theguardian.com
ფოტო: gettyimages.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s