ახალი წლის შემდეგ, რამდენიმე დასახელების სიგარეტის – პარლამენტის, მარლბოროს, ჩესტერფილდისა და ელ ემ-ის ფასები გაორმაგდა ან გასამმაგდა. განახლებული ფასებით პარლამენტი 10 ლარი ღირს, მარლბორო – 8 ლარი, ელ-ემი და ჩესტერფილიდი კი – 5 ლარი. მათ კომპანია ფილიპ მორისი აწარმოებს, საქართველოში კი ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია ომეგაა.

“17 მაისი” შეეცადა, სიგარეტის ფასის ზრდის შესახებ ინფორმაცია სწორედ ომეგაში მოეძია, თუმცა კომპანიაში თქვეს, რომ მენეჯმენტი 14 იანვრამდე შვებულებაშია და მანამდე ვერავითარ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

სავარაუდოდ, ზემოთ ჩამოთვლილ სიგარეტებზე ფასების მკვეთრი ზრდა კომპანიაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაა, ომეგას დისტრიბუტორებს მათთან სიგარეტი არ შეუტანიათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე განმარტავს, რომ სიგარეტზე ფასის მკვეთრი ზრდა სახელმწიფო პოლიტიკით არ არის გამოწვეული და ის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსს უკავშირდება.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან, სიგარეტის ნაწარმზე აქციზი გაიზარდა 20 თეთრით, ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სიგარეტს და მისი საბაზრო ღირებულების 5%-ით. გამორიცხულია სიგარეტის ფასის ორმაგი ან სამმაგი ზრდა გამოწვეული იყოს აქციზის გამო. ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მოწოდება-მოთხოვნის დისბალანსით,” – ნათქვამია სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა:

ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით;

უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით;

სიგარებზე, ერთ ღერზე – 0.4 ლარით,

სიგარილებზე 20 ღერზე – 0.5 ლარით;

ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით.

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, აქციზის ფასის ზრდის გამო სიგარეტის ფასები შემდეგნაირად შეიცვლება:

1.5 ლარიანი კოლოფის ფასი გაიზრდება 28 თეთრით.

2 ლარის ღირებულების კოლოფი გაიზრდება 30 თეთრით.

2.5 ლარიანი კოლოფი გაიზრდება 33 თეთრით.

3 ლარიანი კოლოფი გაიზრდება 35 თეთრით.

აქციზის ფასის ზრდა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ მხარეები აქციზურ საქონელთან დაკავშირებით თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბროლის კუთხით ითანამშრომლებენ.

ეს თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად.”

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოა. კონვენციის მიზანი “ახლანდელი და მომავალი თაობების თამბაქოს მოხმარების მავნე ზემოქმედებისგან” დაცვაა. კონვენციის წევრი ქვეყნებისგან WHO ინტერვენციის მექანიზმების დანერგვას ითხოვს.

WHO-ს უახლესი კვლევის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 13-15 წლის ახალგაზრდების 12.3 %, ხოლო 15 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანების 30 % თამბაქოს რეგულარული მომხმარებელია. მათივე ინფორმაციით, სამთავრობო დაწესებულებებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, საჯარო ტრანსპორტში მოწევის საკანონმდებლო საკითხები საქართველოში მოუწესრიგებელია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s