სამხრეთ აფრიკელი აქტივისტის და ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი არქიეპისკოპოსის, დესმონდ ტუტუს ქალიშვილმა საცოლესთან სამოქალაქო კავშირი გააფორმა. დახურული ცერემონია ნიდერლანდებში გაიმართა.
მფო ანდრეა ტუტუს საცოლე მისი დიდი ხნის პარტნიორი, მარსელინ ფარსია.
სამოქალაქო კავშირის გაფორმების შემდეგ ისინი, მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკაში დაქორწინდებიან.
ეს ქორწინება ორივე მათგანისთვის მეორეა.
მარსელინ ფარსი სამხრეთ აფრიკელი HIV/AIDS აქტივისტია. ის სიღარიბის, რასიზმის, სექსიზმის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო კამპანიაშიც აქტიურად არის ჩართული.
წყარო: Pinknews