“უსახლკაროთა საკმაოდ მაღალი რაოდენობისა და მათი მწვავე საჭიროებების მიუხედავად, ამ დრომდე, სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარო პირთა საკითხებზე მუშაობის თანმიმდევრული და ადეკვატური სტრატეგია”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო არათუ ვერ პასუხობს უსახლკაროთა მწვავე საჭიროებებს, არამედ არ გააჩნია მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის გრძელვადიანი ხედვა, ადეკვატური კანონმდებლობა და ინსტიტუციური სისტემა.

“უსახლკარო პირის არსებული ცნება არაადეკვატურია და ის არ ფარავს უსახლკარობის სხვადასხვა ფორმას, არ არსებობს უსახლკარო პირთა საცხოვრებლის უფლების სტანდარტი, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა რეგისტრაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირსა და რეგისტრაციის პროცედურას. კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებას მოიცავს შეზღუდულად და მათ მხოლოდ თავშესაფარში მყოფი უსახლკარო პირების რეგისტრაციას ავალდებულებს; სახელმწიფო არ აფასებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბს, მათ საჭიროებებს, უსახლკარობის ფორმებსა და მიზეზებს. არ არის დანერგილი და განვითარებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაბამისი სერვისები და მომსახურება. ამ დრომდე, არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა და არ არსებობს შესაბამისი რეესტრი, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.

EMC ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს:

უზრუნველყონ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების პროაქტიული იდენტიფიცირება და მათი მყისიერი დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით საქართველოს ყველა რეგიონში;

საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც დროებითი თავშესაფრები არ არსებობს, შეიქმნას ამგვარი სერვისები დაუყოვნებლივ;

უსახლკაროთა იდენტიფიცირებისა და მათი სერვისში განთავსების ეფექტური სისტემის არარსებობის ფონზე, გაძლიერდეს კოორდინირებული მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისმა სამსახურებს შორის;

მოხდეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებულ კარვებში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გადაყვანა ახალაშენებულ დროებით თავშესაფარში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში შეიქმნას უსახლკაროთა დროებითი და ღირსეული ცხოვრებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა;

შეიქმნას უსახლკარობის პრობლემაზე მუშაობის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც გაითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს, ინსტიტუციური მექანიზმების ამოქმედებას, უსახლკარო პირთა საჭიროებების მუდმივ შესწავლასა და შეფასებას, ადეკვატური/სათანადო სერვისების განვითარებას და უსახლკარობის პრევენციას.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s