შუნგა იაპონური ეროტიკული ხელოვნებაა, რომელიც თარგმანში “გაზაფხულის ნახატს” ნიშნავს. გაზაფხულის აღმნიშვნელი იეროგლიფი 春 იაპონიაში სექსუალური ურთიერთობების ევფემიზმად გამოიყენებოდა.  “უკიო-ე“-ს მიმდინარეობის ეროტიკული გრავიურები ედოს პერიოდში (XVII-XVIII სს) იყო პოპულარული. ხელოვანები თანამედროვე ქალაქური ცხოვრების იდეალიზაციისკენ მოისწრაფოდნენ. ყოფითი ცხოვრების ესთეტიკური ღირებულებების წინ წამოწევით. შუნგას შემქმნელები თანამოქალაქეებისთვის სექსუალობის მრავალფეროვნების ჩვენებას ცდილობდნენ. ამიტომაც, მათი ნამუშევრების გმირები საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები არიან – ლესბოსელები, გეები, ახალგაზრდები, მოხუცები თუ სხვა.

გთავაზობთ, იაპონური ეროტიკული ხელოვნების 10 ნამუშევარს ლესბოსური სექსის სცენებით.

1. უტაგავა კუნიოში – თავის მოვლის სცენა (1840)

ეს კომიკური ნახატი ბორდელის გასახდელ ოთახში ქალების სცენას ასახავს. ხუთი კურტიზანი ქალი  მძინარე კოლეგის გარშემო დროს ატარებენ და ხუმრობენ.

1
2. კაცუშიკა ჰოკუსაი – გახლართული (1814)

ეს ნახატი ჰოკუსაის ცნობილი წიგნიდანაა, სახელად “ახალგაზდა ფიჭვის ხეები”, რომელიც 1814 წელს გამოქვეყნდა.

2

 

3. ეირილუბრიკანტი (1801)

​ეს ყველაზე ცნობილი ლესბოსური სცენაა ეირის “კალიგრაფიის მოდელებიდან”, რომელიც კალიგრაფიის 12 დიზაინს შეიცავს. ნახატზე ერთ-ერთ ქალს ჰარიგატა – ფალოიმიტატორი აცვია, რომელიც მეორე ქალს უჭირავს ხელით. თავად კი ლუბრიკანტს ამზადებს. თამამი სცენის გამო ეს ნახატი “კალიგრაფიის მოდელების” შემდგომი რედაქციებიდან ამოიღეს.

3

 

4. კუნიოში – კაბუკის ნიღაბი

ზევიდან მყოფი ქალი კაბუკის ნიღაბს ატარებს და კაბუკის თეატრის მსახიობის იმიტაციას აკეთებს. ორი ცნობისმოყვარე ქალი კედლის ხვრელიდან სცენას აკვირდება.

4

 

5. კიკუკავა ეიზანი – ლესბოსელ გოგოს უკნიდან ეუფლებიან

ნახატზე ​ორი ლესბოსელი გოგონა სექსითაა დაკავებული. ზევიდან მყოფი ქალი ფალოიმიტატორს იყენებს, მეორე გოგონა კი აღგზნებულ მდგომარეობაშია, რაზეც მისი სახის გამომეტყველება მიუთითებს. კატა, რომელიც მათ უყურებს, კომიკური დეტალია. ასეთი დეტალები შუნგა-ში ხშირად გამოიყენებოდა.

5

6. კეისაი ეისენი – ორმხრივი ჰარიგატა

ორი ქალი ორმხრივი ფალოიმიტატორით ერთობა. ამ ნახატში გმირების სახეები დამალულია.

6

7. კუნიოში – მოხუცი ქალი

​ასაკოვანი ქალი ახალგაზრდა გოგონას ზრდასრულ ცხოვრებას აცნობს. მათ უკან შუნგას წიგნები, ხოლო წინ ეროტიკული გრაგნილები ვიზუალური ეფექტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

7
8. ჰოკუსაი – ზღვის კიტრი (1810)

ამ ნახატზე მყვინთავები ზღვის ფონზე არიან გამოსახულები. ერთ-ერთი გოგონა ზღვის კიტრს იყენებს, როგორც ფალოიმიტატორს. ქალი მყვინთავები მარგალიტებს აგროვებდნენ, რაც მე-18 საუკუნის იაპონიაში ქალებისთვის გავრცელებული პროფესია იყო.

Katsushika Hokusai - Shunga - Awabi Divers - Lesbian - 1810 - p797

9. კაცუკავა შუნჩო – კუს ფარის ჰარიგატა

​შუნჩოს კრებული, რომელშიც ეს ნახატია შესული დაახლოებით 1800 წელს გამოიცა. ნახატზე ფერების საოცარი კომბინაციაა, შირმის მორთულობა იმდენად რეალისტურია, მნახველს ჰგონია, რომ წყვილი ღია ცის ქვეშაა სიყვარულით დაკავებული. ორივე გოგონას თმის გამჭვირვალე ბაფთა უკეთია. წარსულში ამ ნახატს შეცდომით უტუმაროს მიაწერდნენ.

9
10. უტაგავა კუნისადა – მყვინთავები ზღვის სანაპიროზე

მყვინთავები მარგალიტებს აგროვებენ. ერთ-ერთი მათგანი სველ კაბას წურავს, ამავდროულად პირით დანა უჭირავს. ორი ქალი ცეცხლთან შრება. ნახატზე ჩანს მყვინთავიც, რომელიც ტალღებს ებრძვის.

10

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s