“დელისის მეტროსთან გარდაცვლილი მამაკაცის ცოლის თქმით, კაცს გულის აწუხებდა” – ამის შესახებ გამოცემა “17”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა.

შსს-ს ცნობით,  4 იანვარს დაახლოებით, 14:00 საათზე 112-ში შესული შეტყობინების შედეგად, დელისის მეტროსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია მივიდა. მათი თქმით, 1949 წელს დაბადებული კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

“სამართალდამცავებმა მოკვლევა ადგილზევე დაიწყეს, თუმცა საეჭვო გარემოებები არ შეინიშნებოდა. ისინი ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და კაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდაცვლილის მეუღლის ცნობით, კაცს გული აწუხებდა”, – განუცხადეს “17”-ს შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ დელისის მეტროსთან კაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი თქვა.

Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, კაცი გაიყინა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s