გეების ურთიერთობა ხშირად რთულია. ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის სოციალიზაციის ნაკლებობა და გეი კაცების დაბნეულობა, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ არ იციან, რას ნიშნავს ნამდვილი რომანტიკული ურთიერთობა.

1)   არარეალური მოლოდინები

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გეი ურთიერთობა ინგრევა, პარტნიორის შესახებ არარეალური წარმოდგენები და მოლოდინებია. გეი მამაკაცებს ხშირად აქვთ  “კრიტერიუმები”, რომლებსაც პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს – უნდა ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, უთქმელად კითხულობდეს აზრებს ან ყოველი აქტის შემდეგ აუცილებლად გრძნობდეს სექსუალურ კმაყოფილებას. 

2)   პარტნიორზე მუდმივი დამოკიდებულება

გეი მამაკაცებს აინტერესებთ, სად არიან მათი პარტნიორები, რას აკეთებენ ისინი მთელი დღის განმავლობაში. მსგავსი დამოკიდებულება უნდობლობაში გადაიზრდება ხოლმე, რაც საბოლოოდ, ანგრევს გეი ურთიერთობებს. სიმპტომები ასეთია: მუდმივად უკავშირდებით თქვენს პარტნიორს; მისგან დაუყოვნებლივ პასუხს ელით; ამოწმებთ პარტნიორის სატელეფონო ზარებსა და წერილებს.

3)   პასიური აგრესიულობა

პასიურ აგრესიულობად ითვლება ის, როდესაც ადამიანი ამბობს ერთს, მაგრამ სულ სხვა რამეს გულისხმობს; პირდაპირ არ საუბრობს პრობლემაზე და თავს იტყუებს, რომ ყველაფერი რიგზეა. კომუნიკაციის ნაკლებობა ურთიერთობას თანდათან გამოფიტავს, საბოლოოდ კი ასეთი ადამიანი შედეგად დაბნეულ, გაბრაზებულ და უკმაყოფილო პარტნიორს მიიღებს.

4)   ეგოიზმი

გეი ურთიერთობების განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგოიზმია. ეგოისტური ქცევის დროს თანაბრად არ ნაწილდება სახლის საქმეები, არის მოლოდინი, რომ მუდამ პარტნიორი დაგპატიჟებთ და გადაიხდის ფულს ყველაფერში, რადგან ის უფრო მეტს გამოიმუშავებს და ა.შ.

passive-aggressive-game-playing

5)   უთანხმოება, როგორც კამათის ძირითადი მიზეზი

შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ძნელია იმ მომენტში აღიარო, რომ დამნაშავე ხარ. ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ თავი მოვაჩვენოთ, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი ქცევის შემთხვევში მცირე შეცდომამაც კი შეიძლება წყვილები დიდ უთანხმოებამდე და საბოლოოდ, ურთიერთობის დასრულებამდე მიიყვანოს. მსგავსი ქცევის მაგალითებია: მუდმივად ადანაშაულებთ პარტნიორი იმაში, რაც არ გაუკეთებია და რაც სინამდვილეში, თქვენი ბრალია; არ ხართ გულწრფელი; არ აღიარებთ შეცდომებს და ა.შ.

6)   ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიური მოხმარება

ის გეი წყვილები, რომლებიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლურ სასმელებს გართობის მიზნით მოიხმარენ, ურთიერთობას მალევე ასრულებენ. დროთა განმავლობაში ისინი ხვდებიან, რომ პარტნიორთან მხოლოდ ნარკოტიკი და სასმელი არეთიანებთ. თუ სექსის დროს ალკოჰოლს ან ნარკოტიკეს იყენებთ; იმისათვის რომ პარტნიორთან კომფორტულად იგრძნოთ თავი გამაბრუებელი საშუალებები გჭირდებათ, თქვენს ურთიერთობას, დიდი ალბათობით, საფრთხე ემუქრება.

7)   არასაკმარისი დრო ერთმანეთისთვის

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი გეი ურთიერთობა ჩიხში შედის. ეს პრობლემა ძირითადად ხანგრძლივი ურთიერთობების დროს იჩენს თავს  მაშინ, როდესაც ერთ-ერთი, ან ორივე პარტნიორი უფრო მეტად კარიერულ ზრდაზეა ორიენტირებული, ვიდრე პირად ცხოვრებაზე.

8)   ”უკეთესი ჯერ კიდევ წინ არის”

ბევრი გეი ურთიერთობის დაწყებისას ან დასრულებისას ფიქრობს, რომ  “ის ერთადერთი” ჯერ კიდევ არ შეხვედრია. ასეთ დროს, პარტნიორის მიმართ მამაკაცებს აქვთ მკაცრი მოთხოვნები, მაგალითად მას უნდა ჰქონდეს კარგი გარეგნობა, შემოსავალი, წარმატებული კარიერა, იყოს სექსუალური და ა.შ. ასეთი მამაკაცები მუდმივად ადარებენ ახლანდელ პარტნიორს ყოფილს და ორიენტირებულები არიან პარტნიორის უარყოფითი მხარეების აღმოჩენაზე.

9)   სიჩქარე

წყვილების უმრავლესობა ერთად განიხილავს, სურს თუ არა მესამე პირთან სექსუალური ურთიერთობა. თუ პარტნიორთან მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობა გაკავშირებთ, სხვა ადამიანის ძებნა ურთიერთობაში პრობლემებზე მიუთითებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანთან სექსუალური კავშირი თქვენს მუდმივ ურთიერთობას გადაარჩენს.

10) არ გაქვთ საერთო მიზნები

თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს საერთო მიზნები არ გაქვთ, მაშინ ურთიერთობა გრძელვადიანი ვერ იქნება. ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობისთვის მომავლის ხედვა და  საერთო ინტერესებია საჭირო.

წყარო: www.gaypopbuzz.com

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s