ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედროებმა სირიელი ჟურნალისტი, რუქია ჰასანი, სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალად ჯაშუშობა და სამხედროების თვალთვალი ედებოდა ბრალად.

როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტი ჯერ კიდევ სექტემბერში მოკლეს, თუმცა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ახლახან გახდა ცნობილი. ISIS-ი კი გასულ კვირას სოციალურ მედიაში წერდა, თითქოს ჟურნალისტი ცოცხალი იყო.

რუქია ჰასანი ნისან იბრაჰიმის ფსევდონიმით სირიის ქალაქ ალ-რაქაზე წერდა, რომელსაც ახლა ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. ის აღწერდა ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ტერორისტების მმართველობას.

ჰასანი ალეპოს უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ასადის წინააღმდეგ ოპოზიციას შეურთდა. ისლამური სახელმწიფოს მიერ რაქას დაკავების შემდეგ მან ქალაქის დატოვებაზე უარი თქვა.

ჰასანი ტერორისტებმა აგვისტოში დააკავეს და ბრალად სირიის თავისუფალ არმიასთან კავშირი დასდეს.

ბოლო სიტყვები, რომლებიც მან Twitter-ზე დაწერა იყო:

“მე ვარ რაქაში და მოკვლით დამემუქრნენ. არაუშავს, თუ ISIS-ი დამაკავებს და მომკლავს იმიტომ, რომ ისინი მომკვეთენ თავს, მე კი მაქვს ღირსება, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა დგას.”

ფოტო: Twitter

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s