49 წლის ღიად გეი ჯეკი ბისკაპსკი იუტას შტატის დედაქალაქის, სოლთ ლეიქ სითის მერად აირჩიეს. ის ქალაქის პირველი ღიად გეი მერია. ბისკაპსკის ინაუგურაცია 4 იანვარს მოხდა. მან ფიცი მერის ოფისში დადო.

ჯეკი ბისკაპსკის თქმით, მისი არჩევა ისტორიული მომენტია, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ლგბტ ადამიანებისთვის ბევრი რამ გაკეთდა.

მე ვიცი, რომ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს არის სამუშაო, რომელსაც მე სერიოზულად ვუდგები,  მაგრამ მე მტკიცედ მწამს, რომ თუ ჭეშმარიტი თანასწორობა ვინმესთვის არსებობს, ჩვენ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის”.

ბისკაპსკიმ, ინაუგურაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, იუტას მთავარ ქალაქში გეი უფლებებისთვის 2 ათწლეულის წინ მიმდინარე ბრძოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლისკენ მას სწორედ ამ მოვლენებმა უბიძგა.

მას შემდეგ, რაც 1995 წელს ქალაქის ერთ-ერთი სკოლა (East High School) შტატის პირველ გეი-ჰეტერო ალიანს კლუბად ჩამოყალიბდა, ქალაქის მმართველობამ ყველა დამოუკიდებელი კლუბი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი პროტესტისა და აქციების შემდეგ შეიცვალა.

ამან მიბიძგა, ჩემი თემის წინაშე პასუხისმგებლობა ამეღო”, – თქვა ბისკაპსკიმ.

ბისკაპსკი ამბობს, რომ 1998 წელს, როდესაც ის იუტას შტატის პირველი ღიად გეი კანონმდებელი გახდა, მან განსხვავებული იდეოლოგიისა და კულტურის მატარებელ ადამიანებთან მუშაობა შეძლო. ბისკაპსკის განმარტებით, მის გეგმებში ეკოლოგიის, ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობა შედის, როგორც კონსერვატორებთან, ისე სოლთ ლეიქ სითის მორმონთა ეკლესიასთან.

ამასთან, მორმონთა ეკლესიის მრევლისთვის ახალი კანონების ამოქმედდება იგეგმება – აიკრძალება გეი მშობლების შვილების მონათვლა მანამ, სანამ მათ 18 წელი არ შეუსრულდებათ. კანონი პასუხისმგებლობას იხსნის ლგბტ ურთიერთობებზეც.

ბისკაპსკიმ, რომელიც ამბობს, რომ არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ არის, იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ამ კანონებს გადახედავს.

ბისკაპსმა მერობის პოზიციაზე დემოკრატი რალფ ბეკერი შეცვალა, რომელიც აქტიურად იცავდა ლგბტ უფლებებს.

წყარო: LGBTQNATION

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s