თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ის თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს თავშესაფრის დროებით მომსახურებას სთავაზობს.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფრის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერია ასევე აღნიშნავს, რომ ლილოს დასახლებაში გახსნილ თავშესაფარში 1-ლ იანვარს რამდენიმე ბენეფიციარი მიიღეს, 2016 წლის 3 იანვარს კი მერიის თანამშრომლები, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, 3 უსახლკაროსთან მივიდნენ, თუმცა მათ თავშესაფარში გადასვლაზე უარი თქვეს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირის თავშესაფარში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი ნების საფუძველზე”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

2013 წლის დეკემბრიდან მოსკოვის პროსპექტზე ე.წ კარვების ქალაქი გაიხსნა, სადაც დაახლოებით 120 მიუსაფარი ადამიანი პერმანენტულად ცხოვრობდა.

მერიამ 2015 წლის დეკემბრიდან თავშესაფარი ლილოს დასახლებაში, კარვების ნაცვლად შენობაში გადაიტანა, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღება შეუძლია.

აქ თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული. ოთახებში მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას, გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კალორია”.

ამ თავშესაფარში მოსახვედრად ადამიანი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა შეეძლოს თავის მოვლა;

არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება;

უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.

მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე ან პატრულის დახმარებით ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დელისის მეტროსთან მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მიუსაფარი ადამიანი იყო და გაიყინა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილ მამაკაცს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s