რამდენიმე დღის წინ თამბაქოზე ფასებმა საგრძნობლად იმატა. “პარლამენტის” ღირებულება 10 ლარია, “მარლბოროს” – 8 ლარი, “ელ-ემის” და “ჩესტერფილიდის” კი – 5 ლარი. ამ დასახელების თამბაქოს კომპანია ფილიპ მორისი აწარმოებს, საქართველოში კი ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია “ომეგაა“.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიგარეტზე ფასის მკვეთრი ზრდა სახელმწიფო პოლიტიკით არ არის გამოწვეული და ის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსს უკავშირდება.

აქციზის ფასის ზრდა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოზე ფასების ზრდას თამბაქოს გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევს. კვლევები ადასტურებენ, რომ მომატებული ფასის სიგნალზე მომხმარებელი სამგვარად პასუხობს: მოწევას საერთოდ ანებებს თავს, ამცირებს მოწეული ღერების რაოდენობას ან საერთოდ არ იწყებს მოწევას.

გამოცემა “17”-მა ფეხით მოსიარულეებს ჰკითხა, ემხრობიან თუ არა თამბაქოზე ფასების ზრდას.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s