ორლეანელი ქალწული, შუასაუკუნეების ფემინისტი ჟანა დ’არკი 1412 წლის 6 იანვარს დაიბადა. უკვე 6 საუკუნეა, ჟანა დ’არკი ფრანგული ეროვნული იდენტობის განსახიერება და სიამაყეა.

ორლეანელი ქალწული მხოლოდ 19 წლის იყო, როცა ინგლისელებმა კოცონზე ცოცხლად დაწვეს, თუმცა ის იმდენად ცნობილია, რომ პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მის შესახებ 20 ათასზე მეტი სხვადასხვა ავტორის წიგნი ინახება.  თავად ჟანა დ’არკმა არ იცოდა, როდის იყო მისი დაბადების დღე და ზუსტად რამდენი წლის იყო ის, მაგრამ მილანის ჰერცოგი, პერსივალ დე ბულონვილე 1429 წლით დათარიღებულ წერილში, ამბობს, რომ ის სწორედ 1412 წელს დაიბადა.

ჟანა დ’არკი საფრანგეთის ჩრდილოეთით დაიბადა. დედამ მას ლოცვა ასწავლა და მორწმუნედ აღზარდა. წყაროების მიხედვით, 12-13 წლის ასაკიდან ჟანას ხმები ჩაესმოდა და ხილვები ჰქონდა. წმინდანები, რომლებიც მას ეცხადებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მისი მისია საფრანგეთის ხსნა და ინგლისელთა დამარცხება იყო.

მე-15 საუკუნეში საფრანგეთის მონარქია გამოუვალ მდგომარეობაში იყო.

1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა საფრანგეთის დაქვემდებარებულ უკანასკნელ ქალაქს, ორლეანს ალყა შემოარტყეს. იმ შემთხვევაში, თუ ორლეანი დაეცემოდა, ინგლისის არმიას გზა საფრანგეთის სამხრეთით მარტივად გაეხსნებოდა.

1429 წლის 13 თებერვალს ჟანა დ’არკი მამაკაცის ტანსაცმელში გამოეწყო და საფრანგეთის მეფესთან წავიდა. თავისი გამჭრიახობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და საფრანგეთის ჯარების სარდალიც გახდა. 29 აპრილს ჟანა დ’არკმა თავისი ჯარით ალყაშემორტყმულ ორლეანში შეაღწია. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა ორლეანს ალყა მოსხნეს. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ქალაქებიც აიღო.

1429 წლის 18 ივნისს ჯარმა ჟანა დ’არკის მეთაურობით ქალაქ პატესთან ბრძოლაში ინგლისელთა არმია გაანადგურა, რამდენიმე ქალაქი კი მათ უბრძოლველად დანებდა.

ჟანა დ’არკის ძლიერებამ და ხალხის  მხარდაჭერამ მეფე, არისტოკრატები და უმაღლესი სამღვდელოება შეაშინა. ამის გამო ის სამხედრო საქმიანობას ჩამოაშორეს.

1430 წლის 23 მაისს კი კი ინგლისის მომხრე ბურგუნდიელებმა დაატყვევეს და 6 თვის შემდეგ ინგლისელებს დიდ თანხად მიჰყიდეს. შარლ VII-მ ჟანა დ’არკის დასახსნელად არაფერი გააკეთა, 1431 წელს ქალაქ რუანში გამართულ საეკლესიო სასამართლო პროცესზე კი ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, 1920 წელს კი კათოლიკე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დაწესდა ჟანა დარკის ხსოვნის დღეც – 8 მაისი, რომელიც ორლეანის გათავისუფლების თარიღია. ეს დღეს თანამედროვე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია.

მსოფლიო ისტორიაში ქალი პერსონების უხილავობის ფონზე, ჟანა დ’არკი თავისი დროის უდიდეს ფემინისტად არის მიჩნეული.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s