მოსკოვის გამზირზე ე.წ. კარვების ქალაქში ახალი წლის დღეებში ორი მამაკაცი გაყინვით გარდაიცვალა. ამის შესახებ 17 მაისს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ განუცხადა. ჯახველაძეს ჩვენ უშუალოდ კარვების ტერიტორიაზე შევხდით. ორი მამაკაცის გარდაცვალება იქ მცხოვრებმა 3-მა მიუსაფარმა ადამიანმაც დაადასტურა.

“”ორი ადამიანი გაიყინა. ესენი იყვნენ ბენეფიციარები და პრინციპულად არ გადაყვნენ [ახალ თავშესაფარში]. თუ არ არის ბენეფიციარის თანხმობა, არ შეიძლება ძალადობით მათი სადმე გადაყვანა და სავალალო შედეგიც მივიღეთ”, – განმარტა ჯახველაძემ.

17 მაისი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ მიუსაფარი მამაკაცები ე.წ. კარვების ქალაქში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ და ოჯახის წევრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

“ხუთი დღის წინ მოხდა ეს ამბავი , გარდაიცვალა ორი ადამიანი კარვების ქალაქთან, ორივე თავისი სიკვდილით. პრეტენზიები ოჯახის წევრებს არ აქვთ და წაიყვანეს,” – აღნიშნეს უწყებაში.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s