თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბი ბერიანის საქმის განხილვა გაგრძელდა.

საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და მკვლელობის გარემოებების საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს.

მხარეები დასკვნით სიტყვებს 10 თებერვალს ჩანიშნულ სხდომაზე წარმოთქვამენ. მოსამართლეები გიორგი ჩემია, მზია ლომთათიძე და მარინა ხოლოაშვილი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 10 ნოემბერს პეკინის 14 ნომერში მოკლეს.

მისი ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც მის ბინაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. საბის დანით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

საბის დედის თქმით, მისი შვილი ჯერ მოკლეს და ხანძარი ამის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

ლევან კოჭლაშვილი, ვინც შემდგომში საბის მკვლელობისთვის დააკავეს, თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას დაესხა და  სცემა.

კოჭლაშვილს ბრალი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობის, ბიანკა შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის წარუდგინეს.

თუმცა, სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ შიგუროვას ცემისა და ნივთების დაზიანებისთვის ცნო, საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში კი გაამართლა. მთლიანობაში კოჭლოშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s