ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ოლიმპიაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც შტატის ადამიანის უფლებათა კომისიამ შეიმუშავა. კანონის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებს ნებისმიერ საჯარო შენობაში იმ სქესისთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი და გასახდელით სარგებლობა შეეძლებათ, რომელ სქესთანაც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ.

კანონი ძალაში 2015 წლის 26 დეკემბერს შევიდა.

კანონის თავდაპირველი ვარიანტი გულისხმობდა იმას, რომ სკოლებში, ტრანსგენდერი მოსწავლეებისთვის საპირფარეშოებითა და გასახდელებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით მიიღებოდა. თუმცა  დამტკიცებულმა კანონმა დიფერენცირებული მიდგომა გააუქმა.

ადამიანის უფლებათა კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, შერონ ორტიზი ამბობს, რომ კომისია, რომელიც ვაშინგტონის საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა, ვაშინგტონის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გატარებასა და ადმინისტრირებაზე არის პასუხისმგებელი.

მისივე თქმით, შტატის ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში, სექსუალური ორიენტაცია ისეთივე დაცულია, როგორც რასა და თავისუფალ გენდერულ იდენტობასა და გამოხატვას მოიცავს.

თუმცა, ახალ პოლიტიკას მოწინააღმდეგეების ყავს – სენატორი დაგ ერიკსენი, კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებს.

მშობლებს აქვთ უფლება, რომ როცა მათი შვილები სკოლაში დადიან, ბიჭებმა ბიჭების საპირფარეშო გამოიყენონ, გოგოებმა კი გოგოების”, – თქვა მან წერილობით განცხადებაში.

კანონის ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ეს რეგულაცია საშუალებას მისცემს სექსუალურ დამნაშავეებს, ქალების საპირფარეშოებში შევიდნენ.

თუმცა, მარგარეტ ჩენმა თქვა, რომ უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს კანონის ბოროტად მოსარგებლეებისგან დაიცავს.

ტრანსგენდერი ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ ვაშინგტონში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ღირსეულად უნდა მოვეპყრათ და დავაფასოთ, ისევე როგორც სხვა ადამიანები”, – ამბობს ჩენი.

წყარო: LGBTQNATION

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s