Netflix-მა 6 იანვარს თავისი ახალი სერვისი, ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი,  მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად ჩაუშვა. იგი უკვე მსოფლიოს 190 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოში netflix-ის სერვისის შეძენა paypal-ის ანგარიშითა და პლასტიკური ბარათის საშუალებით არის შესაძლებელი. საწყისი პაკეტის ღირებულება კი თვეში დაახლოებით 20 ლარია (7,99 €).

სტანდარტული პაკეტი  9.99 €ღირს . ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს HD ხარისხის ვიდეოების ნახვა შეუძლიათ. პრემიუმ პაკეტი მომხმარებელს 4K რეზოლუციის ვიდეოებს 11.99 ევროდ სთავაზობს. უფასოა ერთ თვიანი საცდელი მომსახურება.

კომპანია 2016 წელს გეგმავს, რომ ინტერნეტ ტელევიზიაში  31 ახალი სერიალი, 20 მხატვრული და დოკუმენტური და 30 საბავშვო სერიალი ჩაუშვას. ეს ყოველივე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. Netflix-ის ინტერნეტ ტელევიზიის ერთთვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს მსოფლიოში  ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუები, ფილმები და სერიალები.

გარდა ამისა, ინტერნეტ ტელევიზიას ინგლისური ენის გარდა დაემატა არაბული, კორეული და ჩინური ენები. თუმცა, Netflix-ი ჩინეთში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. კომპანია მუშაობს, რომ აღნიშნული სერვისი რაც შეიძლება მალე უზრუნველყოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის. Netflix-ით ვერ სარგებლობენ ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ჩრდილოეთ კორეასა და სირიაში.

Netflix მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელია, რომელსაც 190-მდე ქვეყანაში 70 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.  იგი პირველად ინტერნეტ ბაზარზე 2007 წელს  კანადაში შემოვიდა.

წყარო: www.media.netflix.com

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s