გერმანიის ქალაქ კელნს საპროტესტო აქციების ტალღა მოედო. ადგილობრივები ანგელა მერკელისგან რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვენ. საქმე ახალი წლის ღამეს ახალგაზრდა კაცების მიერ ქალებზე ჯგუფურ თავდასხმას ეხება. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი ქალი გააუპატიურეს, ათობით ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების სხვა მეთოდები გამოიყენეს. თავდასხმებში დაახლოებით 1000 კაცი მონაწილეობდა.

31 დეკემბერს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში 90-მდე საჩივარი შევიდა, თავდასხმები ძირითადად იმ რაიონებში მოხდა, სადაც რკინიგზის სადგურები მდებარეობს. მომხდართან დაკავშირებით ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა და შესაბამის უწყებებს დამნაშავეების დაკავებასა და დასჯისკენ მოუწოდა. თვითმხილველებისა და პოლიციელების განცხადებით, თავდამსხმელები არაბული და აფრიკული წარმოშობის მამაკაცები იყვნენ, თუმცა პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თავდასხმები მიგრანტებს არ უკავშირდება.

მოქალაქეების თქმით, საქმე ორგანიზებულ კრიმინალთან აქვთ.

ახალი წლის ღამეს მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ჰამბურგის პოლიციის განყოფილებებშიც შევიდა.

წყარო: www.bbc.com

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s