ირანელი ფეხბურთელი სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების გამო დააკავეს, სადაც იგი ჰიჯაბის გარეშე მყოფ რამდენიმე ქალთან ერთადაა.

29 წლის სოშა მაკანი ირანის ეროვნული ნაკრების მეკარეა. იგი კერძო საჩივრის საფუძველზე 4 იანვარს დააპატიმრეს.

გამოძიება დაწყებულია “ ისეთი ფოტოების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში კორუფციისა და პროსტიტუციის გავრცელებას უწყობენ ხელს”.

მაკანის ადვოკატის, ბეჰნამ ალიმოჰამადის თქმით, მისი კლიენტის მობილურზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც აღნიშნული სურათები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

“თუ კი გამოძიება ჩემი კლიენტის, სოშა მაკანის საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, იგი პატიმრობაში დარჩება, სხვა შემთხვევაში კი მას გაათავისუფლებენ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ფოტოზე ფეხბურთელი სამ ქალთან ერთადაა. მაკანის თქმით, ერთ-ერთი მისი საცოლეა.

ირანში, ორი საპირისპირო სქესის ადამიანის ერთად ყოფნა, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები ან დაქორწინებულები არ არიან, აკრძალულია და შესაძლოა მათ კანონით გათვალისწინებული სასჯელი დაეკისროთ.

პოლიციის ოფიცრის, ჰუსეინ აშტარის თქმით, მაკანის საქმეს კიბერ დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა და პოლიცია კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს.

თეირანის პროკურორმა, აბას ჯაფარ დოლათაბადმა აღნიშნა, რომ 6 იანვარს სპორტსმენებისა და არტისტების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული სურათები ანტი-ისლამური ქმდებაა.

“გავრცელებული სურათები ისლამისთვის შეუსაბამოა და ეწინააღმდეგება ჩვენი რელიგიის ძირითად პრინციპებს. ასეთ შემთხვევებს აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – აღნიშნა პროკურორმა.

ირანის მთავრობა თავისი მოქალაქეების საჯარო და პირად ცხოვრებას მკაცრად აკონტროლებს. კონტროლი ვრცელდება სოციალურ მედიაზეც.

წყარო: www.rferl.org

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s