5 იანვარს ბრიტანულმა მონიტორინგის ჯგუფმა გამოცემა Independent-ს მინიმუმ 25 გეი კაცის მკვლელობის შესახებ შეატყობინა. ისინი სირიაში, ისლამური სახელმწიფოს წევრებმა მოკლეს.

3 მათგანს თავში ესროლეს, 16 სახურავიდან გადმოაგდეს, 6 ქვებით ჩაქოლეს. ერთი მათგანი, 15 წლის ბიჭი კი ISIS-ის უფროსმა ოფიცერმა გარდაცვალებამდე გააუპატიურა.

ISIS-ის სამხედროებმა გეების გამოსავლენად სოციალური მედია პროფილების გამოყენება დაიწყეს.

ამ პროფილების მიხედვით გამოვლინდა, რომ ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ISIS-ის სამხედროების მიერ ჩადენილი ქმედებებით. ის ადამიანები, რომლებიც სახურავებიდან გადმოგდებას გადაურჩნენ, მოსახლეობამ ქვებით ჩაქოლა.

“ჩაქოლვისას, ასობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები საზეიმო ტაშს არ იშურებდნენ ისევე, როგორც ამას ქორწილებში აკეთებენ”.

სამოქალაქო უფლებების აქტივისტი როუდ აჰმედი ახალი ამბების სააგენტოსთან ARA ამბობს:

“დაეში (ISIS-ის ალტერნატიული სახელი) ადამიანებს ჰომოსექსუალობაში ზედაპირული ინფორმაციების საფუძველზე ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური კანონმდებლობა კრძალავს ჰომოსექსუალობას, ასეთი სასტიკი სასჯელი, რომელსაც დაეში იყენებს ისტორიას არ ახსოვს”.

ამის საპასუხოდ, ადამიანის უფლებების დამცველები სხვადასხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, ყურადღება სირიაში გეი ადამიანების მდგომარეობისკენ მიმართონ.

წყარო: www.lgbtqnation.com

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s