26 წლის პეჩ დი, ტაილენდელი წარმოშობის ნიუ იორკელი ტრანსგენდერი ქალი, 5 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა სამოდელო სააგენტოს, რომელიც მასთან თანამშრომლობას დათანხმდებოდა.

საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ტრანსგენდერი მოდელებისთვის შესაძლებლობების ნაკლებობის პირობებში გამოსავალი თავად მოეძებნა – მან პირველი სამოდელო სააგენტო გახსნა ტრანსგენდერებისთვის, რომელსაც Trans Models დაარქვა.

ამჟამად, მის სააგენტოსთან კონტრაქტი 19 მოდელს აქვს: 10 ტრანსგენდერ კაცს და 9 ტრანსგენდერ ქალს. მათ გადაღებები ‘ბუდვაიზერისა’ და ‘სმირნოვისთვის’ უკვე ჰქონდათ. სულ მალე კი შესაძლოა მათ შესახებ სატელევიზიო რეალითი შოუც ვიხილოთ.

რაიან ჰამილტონი 22 წლის ტრანსგენდერი ქალი მოდელია. Trans Models-თან კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა. 2013 წელს ის კაცი  მოდელი იყო, თუმცა, როგორც ამბობს, დისკომფორტს განიცდიდა. ჰამილტონმა თავისი სამოდელო საქმიანობა შეწყვიტა და ტრანზიცია დაიწყო.

“არ მეგონა, რომ კვლავ შევძლებდი მოდელობას, მაგრამ შემდეგ Trans Models-მა მიპოვა”, – ამბობს ის.

26 წლის ვიეტნამელი ტრანსგენდერი ქალი, ვიკი ლი კი ამბობს:

სიტუაცია 80-იან წლებისას ჰგავს, როცა პოდიუმზე ერთ ჩვენებაში მხოლოდ ერთი ფერადკანიანი მოდელი უნდა გამოეყვანათ”.

პეჩ დი გეგმავს, 2016 წლის თებერვალში ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება მოაწყოს, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ტრანსგენდერი მოდელები მიიღებენ. როგორც თავად ამბობს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

peche di

პეჩ დი

Allex Knight

ალექს ნაითი

vikki le

ვიკი ლი

Laith Ashley De La Cruz

ლაით ეშლი ლე და კრუზი

წყარო: The Atlantic

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s