თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა შვილებზე ფიზიკურად იძალადა. 50-მდე წლის მამამ 22 წლის ბიჭს ჯერ მძიმე საფერფლე ესროლა, შემდეგ კი რკინის სკამით სცემა. ძმას 20 წლის და 11 წლის დები გამოესარჩლნენ, რის საპასუხოდ მამა მათაც ფიზიკურად გაუსწორდა. “იდენტობას” იურისტი ნინო ბოლქვაძე “17 მაისთან” ყვება, რომ სისტემური ძალადობის ნიადაგზე დედამ ოჯახი 11 წლის წინ დატოვა. შვილებს ის მას შემდეგ არ უნახავთ. ბავშვები სოფელში, ბებიასთან იზრდებოდნენ, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ თბილისში, მამასთან საცხოვრებლად გადმოსვლა მოუწიათ. ბოლქვაძის თქმით, მას შემდეგ მამა მათზე სისტემატურად ძალადობს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად.

“გუშინ, საღამოს საათებში,  დაგვიკავშირდა  ახალგაზრდა მამაკაცი და თქვა, რომ ის და მისი ორი და გახდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და თქვა, რომ შვიდ იანვარს,  შობის   ღამეს, მამამისმა სამივეზე ფიზიკურად იძალადა და სახლიდან გააგდო. ღამით მათ მეგობართან შეაფარეს თავი, ხოლო მეორე დღეს, როცა სახლში დაბრუნებას სცადეს, მამამ კარი არ გაუღო და ნივთების გატანის საშუალება არ მისცა.  ამასთან ერთად მოძალადე მის 22 წლის შვილს დაემუქრა და უთხრა, რომ თუ ის სახლში ისევ მივიდოდა მას ყელს გამოჭრიდა, ხოლო თუ ის ეცდებოდა მომხდარი პოლიციისთვის შეეტყობინებინა, მას  პოლიციის თანდასწრებით მოკლავდა”, – განმარტა “17”-თან ბოლქვაძემ.

მუქარისა მიუხედავად, დაზარალებულებმა პოლიციას დახმარების თხოვნით მიმართეს. ბოლქვაძის თქმით, პოლიციამ მათ მიმართ გულგრილობა გამოიჩინა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას თავი აარიდა.

“ძალადობის ფაქტზე როცა პოლიცია გამოიძახეს,  პატრულმა  გადაიყვანა უბნის პოლიციაში. არც პატრულმა და არც კრიმინალურმა პოლიციამ არ შეასრულა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. ზერელედ ჰკითხეს მათ ჰქონდათ, თუ არა რამე დაზიანება და თვითონ ცემის ფაქტზე მიიღეს გაურკვეველი პასუხი, აღარ ჩაეძივნენ,  დამატებითი კითხვები არ დაუსვეს ასე უთხრეს, რახან დაზიანებები არ გაქვს, ასეთი რაღაც ხდება ოჯახში და ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო,” – ამბობს ბოლქვაძე.

ბოლქვაძის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, ძალადობის მსხვერპლები კი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანა.

​როგორც “17მაისს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბოლქვაძის თქმით, დანიშნულია სასამართლო პროცესი და დაზარალებულებისთვის შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. Nebismier shemtxvevashi,tundac es fizikuri zaladiba ar iyos da iyos fsiqologiuri zaladiba,damnashave da mozalade ar unda darches dausjeli…kanonshi ar unda iyos im faqtze gamaxvilebuli yuradgeba,dashavebuli aqvs ty ara…rica samartal damcavebs mimartav daxmarebistvis eseigi gijirs zalian da magito…tyuil ubralod aravin aravis daanashaulebs zaladobashi,mitumetes sakutar mshoblebs…es unda iyos pirvel rigshi yurad sagebi da ara is sxeulze emchneva tu ara zaladobis kvali!…

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s