ელიზაბეტ ბლექველი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1849 წლის 11 იანვარს აშშ-ში სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა და სამედიცინო ხარისხი მიიღო, ხოლო იმავე წლის 23 იანვარს კი აშშ-ში პირველი ფიზიკოსი ქალი გახდა.

ელიზაბეტ ბლექველი 1821 წლის 3 თებერვალს, ინგლისში დაიბადა. როდესაც იგი 11 წლის იყო, მისი ოჯახი აშშ-ში საცხოვრებლად გადავიდა. 1838 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, დასთან და დედასთან ერთად სკოლა გახსნა. ელიზაბეტმა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ სწავლა სამედიცინო სასწავლებელში გაეგრძელებინა. თუმცა გზა ექიმობამდე რთული აღმოჩნდა. სანამ ნიუ იორკში, ჟენევის სამედიცინო კოლეჯში ჩააბარებდა, იგი დამოუკიდებლად ეუფლებოდა მედიცინას.

ელიზაბეტის სამედიცინო კოლეჯში მიღებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და წინააღმდეგობაც მოჰყვა. ბლექველს ბევრი კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის მოსმენა მოუწია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მან შეძლო და 1849 წელს სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა, რითაც ამ სფეროში მოღვაწე პირველი ქალი გახდა.

6a81a717c28a66d1a2c31a82f6cf979e

პარიზსა და ლონდონში მუშაობის შემდეგ, 1853 წელს ნიუ იორკში გახსნა კლინიკა “ნიუ იორკის დისპენსერი ღარიბი ქალებისა და ბავშვებისთვის”. 1857 წელს კი მისი დისა და კოლეგის, ემილი ბლექველის დახმარებით დაარსა ნიუ იორკის საავადმყოფო სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისთვის. ამავე წელს, იგი გაერთიანებულ სამეფოშიც სამედიცინო სფეროს პირველი ქალი წარმომადგენელი გახდა.

მოგვიანებით, 1860-იან წლებში ქალებისთვის სამედიცინო სასწავლებელი შექმნა. ნიუ იორკის საავადმყოფოს ქალთა სამედიცინო კოლეჯში ელიზაბეტ ბლექველი ჰიგიენას ასწავლიდა. იგი თვლიდა, რომ ანტისანიტარია ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო.

ქალთა სამედიცინო კოლეჯის დაარსებიდან მალევე ელიზაბეტი ინგლისში დაბრუნდა. იგი დამოუკიდებლად ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას და პარალელურად, 1907 წლამდე ლონდონის ქალთა სამედიცინო სკოლაში გინეკოლოგიის ლექციებს კითხულობდა.

ელიზაბეტ ბლექველი 1910 წლის 31 მაისს ავადმყოფობისგან გარდაიცვალა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s