“გუდაურის საბაგირო სადგურებთან და ტრასებზე ალკოტესტირება არ ტარდება. არ გვაქვს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოსრიალე ვალდებული იქნება სრიალისას სრულად აღჭურვილი იყოს. ჩვენს კომპანიას წესების და რეგულაციების დადგენის უფლებაც არ აქვს”, – ამის შესახებ გამოცემა “17”-ს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა განუცხადა.

კვირას, 10 იანვარს გუდაურის სასრიალო სპორტულ ტრასაზე მომხდარ შემთხვევას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აუღია. ტრასაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. თუმცა, ალექსანდრე ონოფრიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მუშაობა დაწყებულია.

“ეკონომიკის სამინისტროს რიგ კანონპროექტში ცვლილებები ინიცირებული აქვს, რომლებიც უახლოეს მომავალში გადაეცემა პარლამენტს. ამით მეტ-ნაკლებად დარეგულირდება ეს სიტუაცია. რისკი მაინც ყოველთვის იარსებებს. თუმცა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რისკი მინიმუმამდე დავიდეს”, – ამბობს ონოფრიშვილი.

ონოფრიშვილი ამბობს, რომ მოთხილამურეს ჩაფხუტი უნდა ეკეთოს თუ არა ჯერ კიდევ განსახილველი თემაა. მისი თქმით, ეს საკითხი თვითონ კურორტის და საზოგადოების გადასაწყვეტია.

“მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, თოვმავლებმა არ უნდა იარონ ტრასაზე. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში სრიალი აიკრძალება.

“ამ ცვლილებების მიხედვით, უსაფრთხოების საკითხების მოგვარების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება”, – ამბობს ონოფრიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასებზე საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურის სასრიალო ტრასაზე 18 წლის ბიჭი გოგონას დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

ფოტო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s