რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ მადაიაში, ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. ამ ეტაპზე ტვირთი ქალაქის 40, 000 მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში დააკმაყოფილებს. კვირის ბოლოს ქალაქში მედიკამენტები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც შევა.

მადაია დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ექვსი თვეა სირიის მთავრობის მიერაა ბლოკირებული. 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ მოსახლეობას დახმარება არ მიუღია. შიმშილობის გამო მხოლოდ დეკემბერში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

“ყველაფერი გაქრა, მათ არაფერი დარჩათ. არ არის საჭმელი, წამლები, არაფერი, რაც მათ სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. ძალიან ბევრი ხე გაჩიეხა იმისთვის, რომ შეშად გამოეყენებინათ. საწვავიც არ აქვთ”, – ამბობს სირიელი რედ ბურჰანი, რომელიც უცხოელ ჟურნალისტებს კონფლიქტის გაშუქებაში ეხმარება.

ზამთარმა და ცივმა ამინდებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ბურჰანის თქმით, თოვლის მოსვლამდე მადაიაში მცხოვრებლები ბალახს და სხვა მცენარეების ფოთლებს ხარშავდნენ ან უმად ჭამდნენ, თუმცა ახლა არც ამის შესაძლებლობა აქვთ.

მადაიაში მომუშავე ჰუმანიტარული აქტივისტი ალ ჯაზირასთან ამბობს, რომ ქალაქის მცხოვრებლები სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ წყლითა და მარილით ახერხებენ.

“ისინი მარილს წყალში ხსნიან და ამას სვამენ, რათა შიმშილი ოდნავ მაინც მოიკლან”, – ამბობს აქტივისტი.

სირიის რეჟიმის მხარდამჭერებმა მადაიას მცხოვრებლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს. ჰეშთეგით, რომელიც არაბულად “სოლიდარობა მადაიას ალყას” ნიშნავს, ასადის მომხრეები საკუთარი ვახშმის ფოტოებს აქვეყნებენ.

Madaya

მადაია სტრატეგიული წერტილია, რადგან ეს არის ბოლო ადგილი ლიბანი-სირიის საზღვარზე, რომელიც ჯერ კიდევ ასადის რეჟიმს ემორჩილება და მის საზღვრებს ასადის ჯარი ჰეზბოლასთან ერთად აკონტროლებს.

madaya 1

madaya2

madaya 4

_87531737_6f24c24e-5b46-4c36-8666-8c43b86a3b80

_87531739_5659bf0e-0132-4592-ada3-0d1a13b4f315

წყარო: BBC, Al Jazeera, Independent

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s