ირანელი პოეტი, ჰილა სედიგი 2016 წლის 7 იანვარს თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტში დააკავეს. ჰილას ახლობლების თქმით, მისი დაკავება ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილით მოხდა. სახელმწიფო ზეწოლისა და შიშის გამო, ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარი თავის იდენტიფიცირებისგან თავს იკავებდნენ.

30 წლის ჰილა სედიგი უკვე მეორედ დააპატიმრეს. პირველად იგი 2011 წლის მაისში დააკავეს. მას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა აგვისტოში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სედიგის თქმით, 2011 წელს მისი დაპატიმრება მის მიერ დაწერილ პოემებთან იყო კავშირში, რომლებიც 2009 წელს ირანში მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას ეძღვნებოდა.

ვარაუდობენ, რომ ჰილა სედიგის დაპატიმრება ხელოვანი ადამიანების, აქტივისტების რეპრესიების ახალი ტალღის ერთ-ერთი ნაწილია.

ჰადი გაემი, რომელიც ორგანიზაციის “ნიუ-იორკის კამპანია ადამიანის უფლებებისთვის ირანში” ხელმძღვანელია, აღნიშნავს, რომ ირანის ლიდერები “ახალგაზრდების მშვიდობიანი მოთხოვნების” მიმართ ტოლერანტულები არ არიან. ამ ყველაფრის გამო კი ქვეყანაში ტოლერანტობისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსი უფრო და უფრო მცირდება.

“მწერლებისა და ახალგაზრდა პოეტების დაპატიმრება მშვიდობიანი გზით თავიანთი სუბიექტური მოსაზრებების გამო ირანში საკმაოდ გახშირდა, მათი რიცხვი კი უკვე უპრეცენდენტოა”, – აღნიშნავს ჰადი გაემი.

ჰილა სედიგი ერთ-ერთია მსოფლიოში იმ 41 მწერლიდან, რომელმაც 2012 წელს “Human Rights Watch”-ის პრესტიჟული პრიზი მიიღო “გამოხატვის თავისუფლების მიმართ ერთგულებისა და პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის”. აღნიშნული პრიზი ყოველ წელს გადაეცემათ მწერლებს, რომლებიც იბრძვიან პოლიტიკურ დევნის წინააღმდეგ.

წყარო: www.rferl.org

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s