ვაზექტომია –  ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირება ხდება, გერმანელი მეცნიერის, კლემენს ბიმეკის გამოგონების გამო, შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს.

ე.წ. სპერმის ჩამრთველი მამაკაცს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ეაკულაციის კონტროლის საშუალებას აძლევს. ვარაუდობენ, რომ გამოგონება უახლოეს მომავალში კონტრაცეპტივებს ჩაანაცვლებს.

ვაზექტომიის გაკეთების შემთხვევაში, მამაკაცი 100%-ით სტერილური ხდება. “სპერმის ჩამრთველის“ გამოყენების შემთხვევაში კი კაცს შეუძლია “ნაყოფიერება” თავად აკონტროლოს.

“სპერმის ჩამრთველი“ შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც სპერმის ჩამრთველი გააქტიურებულია, იგი კაცის სპერმას სათესლე ჯირკვლებში აბრუნებს. მოწყობილობის გამორთვის შემთხვევაში კი კაცი ჩვეულებრივად გამოყოფს სპერმას.

ავტორის თქმით, “სპერმის ჩამრთველის“ გამოყენება ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და მისი მოთავსება სრულიად უსაფრთხო, 30 წუთიანი პროცედურაა. ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ რეკომენდირებულია სპერმის ანალიზის გაკეთება, ხოლო 3-6 თვის შემდეგ  გვერდითი მოვლენებიც გამოირიცხება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

წყარო: www.inquisitr.com

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s