ვიეტნამში ამერიკის ელჩი ტედ ოსიუსი და მისი ქმარი, კლეიტონ ბონდი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ყველაზე ცნობილი გეი წყვილია.

ოსიუსი ელჩად 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა და მას შემდეგ ქმართან და შვილებთან ერთად ვიეტნამში ცხოვრობს. თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვიეტნამის მთავრობამ ის ნორმა გააუქმა, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებას უკრძალავს. მეორე შვილი წყვილმა ვიეტნამში იშვილა, რითაც ქვეყანაში ლგბტ უფლებებისთვის მოძრაობის დაწყებას ჩაუყარეს საფუძველი.

კომუნისტურმა მთვრობამ ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, თუმცა კანონმდებლობა ლგბტ ქორწინებას ოფიციალურად მაინც არ აკანონებს. ახალგაზრდა გეი ვიეტნამელები ამბობენ, რომ ისინი იდევნებიან, რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში ბედნიერებისკენ გზად მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ქორწინება მიიჩნევა.

ტედ ოსიუსი და კლეიტონ ბონდი ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე მედიასთან ხშირად ჩნდებიან.

“ადამიანები ხედავენ ღიად გეი წყვილს, რომელსაც ბავშვებიც ჰყავთ და ქვეყანასაც ემსახურებიან. მგონია, რომ ეს ადამიანებს სტიმულს მისცემს”, – ამბობს ბონდი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიეტნამს 2014 წელს 125 პოლიტიკური პატიმარი ყავდა.

ვიეტნამი ცდილობს, გაერკვეს, რა ტიპის ქვეყანა უნდა რომ იყოს. მას არ სურს, იყოს ჩინეთი.  ეს ქვეყანა უფრო ღიაა და მთავრობის მუშაობაში ჩართულობაც მეტია”, – თქვა ოსიუსმა.

აქ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობა ოჯახისთვის უიღბლობის მომტანად ითვლება. ქამინგ აუთის გაკეთების შემდეგ ოჯახის რეაქცია შეიძლება სასტიკი იყოს. ზოგიერთ მათგანს სამედიცინო მეთოდებით “მკურნალობენ” ან სახლში კეტავენ ხოლმე”, – ამბობს ჰანოის უნივერსიტეტის სოციალური, ეკონომიკური და განვითარების კვლევის წარმომადგენელი.

სამხრეთ-დასავლეთ აზიის სხვა ქვეყნები, მაგალითად ტაილანდი გეი მეგობრული ქვეყანაა, თუმცა აქ ჰომოსექსუალების უფლებების განვითარება შეჩერდა. ბრუნეისა და მალაიზიაში კი ჰომოსექსუალობა დასჯადია.

სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებს შორის ისჯება სინგაპურშიც. ქვეყნის მთავრობამ აკრძალა ტაივანელი მომღერლის, ჯოლინ ტაის სიმღერა და ვიდეოკლიპი, რომელიც გეი ურთიერთობებს ეხება.

ჰანოის უნივერსიტეტის მკვლევარი ამბობს:

ბევრი თვალსაზრისით რეგიონში უფრო და უფრი მეტი შეზღუდვაა, თუმცა ვიეტნამი სხვა არის. აქ მენტალიტეტი ასეთია: “ იცხოვრე და სხვასაც მიეცი ცხოვრების საშუალება”.

წყარო: todayonline

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s