“დაიცავი ბათუმის ბულვარი” – ამ სახელწოდებით პეტიცია გავრცელდა, რომელზეც მოქალაქეების ხელმოწერები გროვდება. ხელმომწერები აპროტესტებენ ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

მოვითხოვთ:

ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.

კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;

გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.

ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.

სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას”, – ნათქვამია პეტიციაში.

ხელმომწერები მოუწოდებენ მთავრობას, წარმოდგენილი კონცეფცია ახალ ბულვარში განახორციელოს და ბათუმის ძველი ბულვარის გადაკეთებით არ ხელყოს კულტურული ძეგლი.

ახალი დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში ბილიკების აყრის სამუშაოები დაიწყო.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s