კატარში “დანიელი გოგონას” ეკრანიზაცია  იმის გამო აიკრძალა, რომ ფილმი ტრანსგენდერი ქალის ცხოვრების შესახებაა.

ფილმში ტრანსგენდერი ქალის როლს ედი რედმეინი თამაშობს. სიუჟეტი 1920-იან წლებში ვითარდება. რედმეინის გმირი დანიელი მხატვარი ლილი ელბეა, ერთ-ერთი პირველი იდენტიფიცირებადი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

დოჰას რამდენიმე კინოთეატრში ფილმი უკვე აჩვენეს. დედაქალაქის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ფილმი “მორალური გარყვნილების” გამო გააკრიტიკა, რასაც მთავრობის მხრიდან მხატვრული ფილმის აკრძალვა მოჰყვა.

კატარში ჰომოსექსუალობა დასჯადია. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კოდექსი არ ეხება სექსუალურ ურთიერთობებს ქალებს შორის, თუმცა ლესბოსელი ან ბისექსუალი ქალები შესაძლოა საზოგადოებრივი ზნეობის კანონის დარღვევისთვის გაასამართლონ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s