დანიელი მხატვარი, ლილი ელბი ერთ-ერთი პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

ლილი ელბი, იგივე ეინარ ვეგენერი 1882 წელს, ვეილში, დანიაში დაიბადა. მოზარდობის პერიოდში იგი კოპენჰაგენში გადავიდა, რათა დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნება შეესწავლა. 22 წლის ასაკში სწორედ ამ სასწავლებელში გაიცნო მხატვარი გოგონა, გერდა გოტლიბი. 1904 წელს კი ისინი დაქორწინდნენ.

ეინარი ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა, გერდა კი წიგნებისა და მოდის ჟურნალების წარმატებული ილუსტრატორი იყო. ხანდახან, ეინარი გერდას ეხმარებოდა და პოზირებდა, როგორც მისი მოდელი.

იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ, წყვილი საბოლოოდ, პარიზში დასახლდა. ეინარმა სწორედ იქ გახადა საჯარო საკუთარი გენდერული იდენტობა და დაირქვა სახელი ლილი. ამის შემდეგ მან ცხოვრება როგორც ქალმა, ისე განაგრძო.

tumblr_nsz5ptn7A41roci9qo1_500

1920-იან წლებში ლილიმ გაიგო სქესის შეცვლის ოპერაციის შესახებ, რომელიც გერმანიის სექსუალური მეცნიერების ინსტიტუტში კეთდებოდა. ექიმმა, მანგუს ჰირშფელდმა 1919 წელს დაარსა კლინიკა, 1923 წელს კი ტერმინი “ტრანსსექსუალობა” დაამკვიდრა.

1930 წელს სწორედ ამ კლინიკაში გაიკეთა ლილიმ მისი პირველი ქირურგიული ოპერაცია, კასტრაცია. მომდევნო სამი ოპერაცია კი 1930-1931 წლებში დრეზდენის ქალთა კლინიკაში გაიკეთა, რომლის დროსაც მან საკვერცხეები გადაინერგა. ზოგიერთის გადმოცემით, ლილის ოპერაციამდე განუვითარებელი საკვერცხეები ჰქონდა, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ იგი ინტერსექსი იყო. ოპერაციების შემდეგ კი პასპორტი აიღო, სადაც მითითებული იყო, რომ  მდედრობითი სქესის იყო.

ლილი საკუთარ ტრანსფორმაციას ხელახლა დაბადებას უწოდებდა. მას უკვე თვისუფლად შეეძლო ეცხოვრა, როგორც ქალს, როგორც ლილი ელბის, რადგან იგი უკვე ოფიციალურად აღიარებული იყო, როგორც ქალი.

1930 წელს დანიის სამეფომ მისი გერდასთან ქორწინება ბათილად ცნო. ისინი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ. ამ დაშორების შემდეგ კი მის პირად ცხოვრებაში ახალი კარი გაიღო, როდესაც ძველმა მეგობარმა მას ცოლობა სთხოვა. ლილი ამის გამო თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა და ქორწილამდე საბოლოო ოპერაცია დაგეგმა, რომელიც მეუღლესთან სექსუალური ურთიერთობისა და დედობის შესაძლებლობას მისცემდა.

თუმცა ლილიმ ეს ოცნება ვერ აიხდინა. 1931 წელს ბოლო ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა. იგი თავის 49-ე დაბადების დღეს გარდაიცვალა.

ლილი ელბის ცხოვრება მისი სიკვდილის შემდეგ პირად დღიურებზე დაყრდნობით ერნსტ ლუდვიგ ჰარტერნ-ჯაკობსონმა გამოაქვეყნა. წიგნი “Man into Woman” პირველად 1933 წელს დანიურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ეს ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო ტრანსგენდერი ადამიანის  შესახებ.

ლილი ელბის ცხოვრების შესახებ 2000 წელს გამოვიდა დევიდ ებერშოფის წიგნი “დანიელი გოგონა”, რომელმაც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. სწორედ ამ წიგნზე დაყრდნობით 2015 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

წყარო: www.biography.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s