სახალხო დამცველის აპარატი 9 იანვარს არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველის თქმით, ქვეყანაში არასრულწლოვანთა სუიციდის პრევენციული ზომები და ერთიანი დოკუმენტი არ არსებობს, რის გამოც ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლა და შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრა.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება არცერთი შემთხვევის დროს არ მომხდარა.

“აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა – მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის პრევენციის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის განახორციელონ მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები.

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, ბორჯომში მე-12 კლასელმა ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლების თქმით, იგი დეპრესიისკენ იყო მიდრეკილი.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსხვერპლის თვითმკვლელობამდე მიყვანა 3-დან 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან აღკვეთით ისჯება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s