რამდენიმე წუთის წინ ლესელიძეზე, რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს რამდენიმე პიროვნება თავს დაესხა. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გამოცემა “17”-ს ტაბულას ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ განუცხადა, თავდასხმის მოტივი “ტაბულას მიერ ეკლესიის გინება” გახდა.

“თავდასხმის მოტივი იყო ტაბულას საქმიანობა. გვეუბნებოდნენ, რომ სახალხო მოძრაობის მართლმადიდებელი წევრები დააჭერინეთო, რომლებიც 2010 წელს ილიას უნივერსიტეტში დარბევის დროს დაიჭირეს. ჩვენთან მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ისროდნენ თეფშებს. თავდამსხმელებს დანა ეჭირათ ხელში”, – განაცხადა სუთიძემ.

ჟურნალისტის თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. თავდამსხმელებმა მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს.

როგორც გამოცემა “17”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ცემას გულისხმობს. მათი თქმით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლევან სუთიძის ფოტო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s