“მაგიდასთან ვიჯექი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა – წამოდგნენ და მაგიდები გადაატრიალეს”, – ამის შესახებ გამოცემა “17”-ს რესტორან “ჭაშნაგირში” მომხდარი თავდასხმის თვითმხილველმა განუცხადა.

თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელები ყვიროდნენ – მართლმადიდებლობაზე მაგის თქმას არ შეგარჩენო.

“როცა დავიწყე ვიდეოგადაღება, მიმტანმა ტელეფონი წამართვა, მითხრა, ნუ იღებო. არეულობისას ვიღაცები ყვიროდნენ, პატრული გამოიძახეთო, სხვები ეწინააღმდეგებოდნენ. დავინახე როგორ სცემდნენ მწვანე ქურთუკიან ბიჭს, თავში ურტყამდნენ. დარბაზში რამოდენიმე უცხოელი იყო, შეშინდნენ და რესტორნიდან გაიქცნენ”, – ამბობს თვითმხილველი “17”-თან საუბარში.

მისი თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მომხდარიდან 15 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ლესელიძეზე, რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს რამდენიმე პიროვნება თავს დაესხა. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გამოცემა “17”-ს ტაბულას ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ განუცხადა, თავდასხმის მოტივი “ტაბულას მიერ ეკლესიის გინება” გახდა.

ჩასწორება 23:57 – სტატიის პირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ თავდამსხმელები რესტორანში გარედან შემოცვივდნენ.  ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი იმავე რესტორანში ვახშმობდნენ, რომელშიც ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილები. ასევე, ციტატაში ნათქვამი იყო, თითქოს მწვანე მაისურიანი ბიჭი ჟურნალისტს ურტყამდა. მწვანე ქურთუკიანი ბიჭი თავად იყო თავდამსხმელის მსხვერპლი.

ლევან სუთიძის ფოტო

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s