13 ივნისს სტიქიის შედეგად ვოლიერების გარეშე დარჩენილი ორი დათვი მერიის ცხოველთა თავშესაფრიდან ზოოპარკში გადაიყვანეს. მათ ცხოველთა თავშესაფარში 7 თვე გაატარეს.

როგორც ზოოპარკის პრესსამსახურში გამოცემა “17”-ს განუცხადეს, დათვები დაძინებულ მდგომარეობაში გადაიყვანეს და ახლა ისინი თავს კარგად გრძნობენ.

“ვოლიერი, რომელიც სტიქიის შედეგად მთლიანად დატბორილი იყო, დათვებს დაუსუფთავეს. მათ  შესაბამისი პრეპარატები გაუკეთეს და მძინარე მდგომარეობაში გადმოიყვანეს. ისინი უკვე გონს მოვიდნენ და თავს კარგად გრძნობენ”, – ამბობს მზია შარაშიძე.

შარაშიძის თქმით, იგეგმება დათვების თბილისის ზღვაზე გადაყვანა, სადაც ახალი ვოლიერი აშენდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, ბევრი მათგანის საცხოვრებელი სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s