საქართველომ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მექანიზმები – ნათქვამია ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოში ევროკომისარ ნილს მუჟნიესკის ნოემბრის ვიზიტს ეყრდნობა.

მუჟნიესკი საქართველოს შესახებ ანგარიშში წერს, რომ ხელისუფლებამ სწრაფად უნდა მიიღოს კანონდებლობაში ცვლილებები, რომლებიც სახალხო დამცველს დისკრიმინაციასთან ბრძოლაში უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს.

ამასთან, ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ყურადღებით მოეკიდოს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობასა და სიძულვილის ენას; შეამსუბუქოს დაძაბულობა დომინანტ რელიგიურ ჯგუფსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის, განსაკუთრებით ეს ეხება რელიგიური საკუთრებისა და ღვთისმსახურების ადგილებს.

“ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ რჩება განათლებაში რელიგიური ნეიტრალურობის პრინციპების პატივისცემა. ვიხსენებთ რა ფაქტს, რომ უმცირესობების მარგინალიზება და გაუცხოება პირდაპირი საფრთხეა სოციალური ერთიანობისთვის, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჩაერთოს ყველა რელიგიურ ჯგუფთან გულრწფელ დიალოგში და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირება მოახდინოს”, – ნათქვამია რეკომენდაციის ტექსტში.

რეკომენდაციის ტექსტში ასევე საუბარია, ოპოზიციის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკურად მოტივირებული ზომების შესახებ. ევროკომისრის დასკვნა ასევე ეხება სასამართლო სისტემასაც. ევროსაბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას განაგრძოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისა და მოსამართლეების მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა.

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s